წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

გვეხმარება თუ არა ტკბილი კარტოფილი წონაში კლებაში

ბლოგი:
ოქტომბერი 27, 2016
ავტორი Anika
ტკბილ კარტოფილთან რამდენიმე წლის წინ მქონდა "უსიამოვნო კონტაქტი" - კრემ-სუპი მოვამზადე მისგან, სტაფილოსთან ერთად და საკმაოდ ტკბილი და უცნაური არომატის გამოვიდა - რის შემდეგაც მწყრალად ვარ ამ ბოსტნეული მიმართ, თუმცა, როგორც ბევრი კითხვის შემდეგ გავარკვიე, სულ ტყუილად. დღევანდელ პოსტში იმ რამდენიმე მიზეზის შესახებ მოგიყებით, რის გამოც, ტკბილი კარტოფილის ისევ ჩემს საკვებ რაციონში დაბრუნებას ვფიქრობ:

1. ის სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს -  მართალია, ეს კარტოფილი ნახშირწყლებს საკმარისზე მეტი რაოდენობით შეიცავს, მაგრამ იმავდროულად ის შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ადიპონექტინის დონეს ამაღლებს ორგანიზმში - ადიპონექტინის ჰორმონი სისხლში შაქრის დონის რეგულირებაზეა პასუხისმგებელი. ტკბილ კარტოფილს შედარებით დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს (50), რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მირთმევის შემდეგ, ნაკლებად გაგექცევათ ხელი ტკბილეულისკენ და მადის გაკონტროლებასაც შედარებით მარტივად შეძლებთ. დაბალგლიკემიური ინდექსის შესანარჩუნებლად, ტკბილი კარტოფილი მოხარშეთ, ორთქლზე მოამზადეთ ან ღუმელში გამოაცხვეთ, შეწვის ნაცვლად.

2. როგორც სახელწოდებაც მიუთითებს, ტკბილი კარტოფილი ბუნებრივად ტკბილია და შესაბამისად, ჯანმრთელი ალტერნატივაა დაბალკალორიული მოტკბო საკვებისთვის. ტკბილის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ასეთ შემთხვევაში რაფინირებული შაქრის გარეშე შეძლებთ. ინტერნეტში შეგიძლიათ მოძებნოთ არაერთი სასარგებლო და საკმაოდ გემრიელი რეცეპტი ტკბილი კარტოფილის და ვაშლის ალადებისთვის და სხვა ტკბილი კარტოფილისგან დამზადებული დესერტისთვის.

3. ტკბილი კარტოფილი დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს. ანიკას ბლოგის მკითხველებმა უკვე იციან, რომ უჯრედისი დიდი ხნით დანაყრების და ჯანმრთელად დანაყრებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო რამაა. ერთ საშუალო ზომის კარტოფილში დაახლოებით 4 გრამი უჯრედისია.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები