წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ჰორმონები და წონის რეგულირება

ბლოგი:
მაისი 28, 2013
ავტორი Anika
ჰორმონების მნიშვნელობის შესახებ ბევრმა ჩვენგანმა კარგად ვიცით. იმის შესახებაც გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, თუ რა როლს თამაშობენ ისინი წონაში მატების თუ დაკლების საქმეში - ისინი ხომ ჩვენი წონის თითქმის ყველა ასპექტს აკონტროლებენ, დაწყებული იქედან, თუ როდის დაგვიდგება შიმშილის მომენტი დამთავრებული იმ “ლოკაციებით”, სადაც ცხიმი ყველაზე კომფორტულად გროვდება.

თუმცა, ალბათ, ბევრმა ჩვენგანმა არ ვიცით, თუ როგორ შეიძლება ამ ჰორმონების გამოყენება ჩვენდა სასიკეთოდ. დღევანდელ პოსტში ექიმ-ენდოკრინოლოგების რამდენიმე რჩევას გაგაცნობთ, რომელთა დახმარებითაც წონაში დაკლებაში მნიშვნელოვანი როლის მქონე რამდენიმე ჰორმონის შეძლებისდაგვარად “მოთვინიერებას” შევძლებთ.

ჰორმონი ლეპტინი - ლეპტინი ჩვენი ცხიმოვანი უჯრედების მიერ გამომუშავებული ერთ-ერთი ჰორმონია, რომელიც მადის გაკონტროლების პროცესშია ჩართული. კვლევებმა დაადგინეს, რომ ორგანიზმში ცხიმის ჭარბი რაოდენობა რიგ შემთხვევებში ე.წ. ლეპტინისადმი რეზისტეტნტულობის მდგომარეობას იწვევს: ასეთ დროს ლეპტინი ვერ ახერხებს ტვინზე ზეგავლენას, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმში მისი მაღალი შემცველობაა. შედეგად, ორგანიზმი იწყებს ფიქრს, რომ ის შიმშილის მდგომარეობაშია, ამის საკომპენსაციოდ კი მეტაბოლიზმი ნელდება, ტვინი იწყებს შიმშილის სიგნალების გაგზავნას და გაიძულებთ, სასწრაფო წესით მიიღოთ საკვები, თანაც შეძლებისდაგვარად მაღალკალორიული.

Veggies with dip in a cup

იმედისმომცემია ექიმებისგან იმის მოსმენა, რომ ლეპტინისადმი რეზისტეტნტულობასთან ბრძოლა შესაძლებელია სათანადოდ შერჩეული კვების რეჟიმისა და ვარჯიშის მეშვეობით. ატლანტაში მოღვაწე ენდოკრინოლოგი სკოტ ისააკსი გვირჩევს, რომ დილის 10.00 საათამდე ერთი ულუფა ბოსტნეული (ამერიკელები რომ 1 cup-ს ეძახიან) მივირთვათ - კვლევების მიხედვით, ასეთ დროს დღის მეორე ნახევარში შიმშილი გაცილებით მცირე დოზით შეგაწუხებთ.

ჰორმონები კორტისოლი და სეროტონინი - კორტისოლის შესახებ ადრეც გვისაუბრია - ეს ის ჰორმონია, რომელიც სტრესული სიტუაციების დროს მადას საგრძნობლად გიმატებთ და ძირითადად, ტკბილი და ნახშირწლებით გაჯერებული საკვებისკენ გიბიძგებთ. იმის დამადასტურებელი კვლევებიც კი არსებობს, რომ კორტისოლი ხელს უწყობს ცხიმის დაგროვებას კონკრტულად მუცლის მიდამოებში. სეროტონინის ჰორმონი კი საპირისპიროდ მოქმედებს: გამშვიდებთ და მადას “აცხრობს”.

folicacid

როგორ დავაბალანსოთ ეს ორი ჰორმონი? ექიმ-დიეტოლოგები საკმარისი რაოდენობით ფოლიუმის მჟავით მდიდარი საკვების მიღებას გვრიჩევენ (სატაცური, ისპანახი, სხვადასხვა ტიპის ოსპი). გარდა ამისა, მნიშვნელოვან როლს ნორმალური ძილიც თამაშობს: დროულად დაძინება და საკმარისად გამოძინება. Journal of Clinical Neurology -ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, უძილო ღამის შედეგად სისხლში კორტისოლის დონე ორმაგდება - შედეგს თავადაც ადვილად მიხვდებით.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები