ბლოგი:
სექტემბერი 25, 2017
ავტორი Anika
საინტერესო სტატიას გადავაწყდი ინტერნეტში და აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ ანიკას ბლოგის მკითხველებს: დანიელი მეცნიერი და ბედნიერების კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი მაიკ ვიკინგი მკითხველს ევროპაში ყველაზე ბედნიერ ერად მიჩნეული დანიელების ცხოვრების უმთავრეს წესებსა და პრინციპებზე უამბობს. ფრანგების savoir-vivre-ს დანიელები Hygge-ს უწოდებენ და ეს ბედნიერად ცხოვრების ფორმულა მათთვის სიმყუდროვეში, კომფორტსა და კეთილდღეობაში გამოიხატება. მაინც რა არის Hygge და როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამ მდგომარეობას?
1. სახლი და საოფისე სივრცე მაქსიმალურად მყუდრო უნდა იყოს. ზოგადად, დანიური დიზაინი მინიმალისტურად ითვლება: არაფერი ზედმეტი, არავითარი ფუფუნების საგნები, ინტერიერი ნეიტრალურ თეთრ, ნაცრისფერ და ღია მოცისფრო ტონალობებში, სახლი კომფორტის შეგრძნების მომგვრელი ნივთებითაა გაწყობილი: ბრები, სანთლები, საყვარელი წიგნები თაროებზე, რბილი ბალიშები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დეკორი ბუნებრივი მასალისგან იყოს დამზადებული: ხე, შალი, ტილო, თიხა.
2. ხშირად მოიწვიეთ სტუმრები სახლში. მაიკ ვიკინგის მტკიცებით, სოც.ქსელებით ხშირი კავშირი ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს საყვარელ ადამიანებთან შეხვედრას. მისი თქმით, როცა რეალურად ვხვდებით მეგობრებს და ახლობლებს, ამ დროს ერთი მეორეს მხარზე ხელით ეხება, ადამიანები ერთმანეთს კოცნიან, გადაეხვევიან, ეს ყველაფერი კი ადამიანს მშვიდი სიხარულით ავსებს. შეხებისას ორგანიზმში ოქსიტოცინის გამოყოფა ხდება, რომელიც ჩვენ ბედნიერების შეგრძნებით გვავსებს და ამცირებს სტრესის, დაძაბულობის და შფოთის მდგომარეობას. ამიტომაც, Hygge-ს მიხედვით, რეკომენდებულია მეგობრების სახლში მოწვევა და მათთან ერთად დროის გატარება.
3. იყავით უფრო აქტიურები. დანიელები იშვიათად ეუბნებიან საკუთარ თავს უარს გემრიელ საკვებზე, თუმცა ჭარბი წონა ამ ქვეყნის მაცხოვრებლებისთვის პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს. საქმე იმაშია, რომ ისინი ფიზიკურად აქტიურები არიან და ეს არ ხდება ფიტნეს კლუბებში გატარებული საათების ხარჯზე: ფეხით ან ველოსიპედით გასეირნება დანიელებისთვის აქტიურად ყოფნის საუკეთესო ალტერნატივაა.
4. ატარეთ კომფორტული სამოსი, რომელიც მაქსიმალურად ბუნებრივი მასალიგან იქნება დამზადებული.
5. მიიღეთ სიამოვნება მარტივი სასიხარულო მომენტებისგან, როგორიცაა ბუნება და მისი სილამაზე, ბავშვების სიცილი, მეგობრებთან გატარებული ლაღი დრო, სახლში ოჯახის წევრებთან გატარებული მშვიდი საღამო - ეს ყველაფერი Hygge-ს მიხედვით ცხოვრების ბედნიერების შემადგენელია. ამიტომაც, სათანადოდ უნდა დავაფასოთ ის.
6. მისდიეთ თქვენს ჰობის. მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს ისეთი საქმით დაკავების შესაძლებლობა მისცეთ, რაც სიამოვნებას განიჭებთ: ვიღაცისთვის შეიძლება ხატვა იყოს, ვიღაცისთვის ცურვა, სხვისთვის კი ქსოვა.
7. მიიღეთ სიამოვნება მარტივი მომენტებისგან: Hygge-ს ფილოსოფიის მიხედვით, ადამიანმა საკუთარ თავს დადგენილი წესებისგან გადახვევის და მოდუნების შესაძლებლობა უნდა მისცეს. მაგალითად, თუ კვირის განმავლობაში მაქსიმალურად ჯანსაღად და გონივრულად ვიკვებებით, შაბათ-კვირას შეგვიძლია მოვდუნდეთ და გემრიელი და "არაჯანსაღი" საკვები დავაგემოვნოთ.
სცადეთ და ნახეთ როგორ გამოგივათ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა