წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

იანვრის საინტერესო სიახლეები

ბლოგი:
იანვარი 05, 2015
ავტორი Anika
ახალი წლის დადგომასთან ერთად, მოდით წლის დასაწყისისთვის ყველაზე აქტუალურ და საინტერესო კოსმეტიკურ/პარფიუმერულ სიახლეებს გადავავლოთ თვალი: უახლოეს თვეებში ახალი პროდუქტებით საკუთარი თავის განებივრება ხომ ერთობ სასარგებლო საქმეა?!

ტომ ფორდი ავანტიურიზმით და ექსტრავაგანტული სიახლეებით ყოველთვის გამოირჩებოდა. ამჯერად, ცნობილმა დიზაინერმა პომადების ახალი კოლექცია გამოშვა სახელწოდებით Lips & Boys, სადაც 50 ტონალობის პომადაა შესული და თითოეული მათგანი მამაკაცის სახელს ატარებს. აი ასე, ამდენად ქალებს საყვარელი მამაკაცის სახელის მატარებელი პომადის შეძენაც შეეძლებათ და მამაკაცებსაც მეორე მხრივ შესაძლებლობა ექნებათ, ორიგინალური საჩუქარი გაუკეთონ საყვარელ ქალს.

660x408_1_70e41343c9496cc308c7b5b836482d68@785x485_0x59f91261_12772109951419857816

კრისტიან დიორმა Capture Totale-ის ახალი, გამაახალგაზრდავებელი შრატი წარმოადგინა ბაზარზე, რომლის სახეც ცნობილი მოდელი ევა ჰერციგოვა გახდა. ეს შრატი კონკრეტულად Dior-ის გამაახალგაზრდავებელი ხაზის ნაწილია და ღრმა და ინტენსიური გასწორების ეფექტით გამოირჩევა, რის შედეგადაც კანის ბუნებრივი სიმკვრივის აღდგენა და სახის კონტურის გასწორება ხდება შესაძლებელი. საინეტეროა ის ფაქტიც, რომ ეს ფორმულა უახლესი სამეცნიერო კვლევების შედეგებზე დაყრდნობითაა შემუშავებული, რომლებიც გარეგნობის აღქმის ფსიქოლოგიურ ასპექტებს შეისწავლიან.

450x600_1_c2db966c2726ecec0210728049ed0126@450x600_0x59f91261_4084732981419859313

ლეგენდარული და ერთ-ერთი ყველაზე ძველი ფრანგული კოსმეტიკური სახლი გერლენისთვის ფუტკარი ყოველთვის განსაკუთრებული ინსპირაციის წყარო იყო. ლეგენდის თანახმად, 1853 წელს პიერ-ფრანსუა-პასკალ გერლენმა ნაპოლეუნ მესამის მეუღლე ევგენიას ოდეკოლონი "Eau de Cologne Imperiale"  მიართვა საჩუქრად, რომელიც ფლაკონიც 69 ოქროს ფუტკრით - იმპერიის სიმბოლოთი - იყო გაფორმებული. ეს ისტორია იმიტომ გავიხსენე, რომ ახალი თაობის შრატი სწორედ რომ შავი ფუტკრის სამეფო კონცენტრატზეა დამზადებული. ექსკლუზიური ინტენსიური ინგრედიენტების ხარჯზე, Abeille Royale-ის შრატის ყოველდღიური მოხმარების შედეგად, კანის ძირითად შრეებში არსებული დაზიანებების აღდგენა ხდება შესაძლებელი.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები