წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

იანვრის თვის სიახლეები

ბლოგი:
იანვარი 09, 2013
ავტორი Anika
ხომ იცით, როგორ მიყვარს ანიკას ბლოგის მკითხველებისთვის თვის სიახლეების გაცნობა?! ჰოდა, დღეს ზუსტად ასეთი სიახლეების დღეა, უფრო სწორად, ასეთი პოსტის ჯერია - დღეს იანვრის თვის რამდენიმე ახალი პროდუქტი მინდა გაცნოთ, რომლებიც დარწმუნებული ვარ, გულგრილს ვერ დაგტოვებთ.

ფრანგული კოსმეტიკური კომპანია დარფინი ტონალური კრემის მომხმარებლებს სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს: ტონალური კრემი სახელწოდებით Melaperfect არამხოლოდ სახის კანის ერთგვაროვან ელფერს უზრუნველყოფს, არამედ მომეტებულ პიგმენტაციასაც ეფექტურად ებრძვის.



Givenchy-ს პარფიუმერული ხაზის არტ-დირექტორი ნიკოლა დეჟენი ამბობს, რომ თვალის ჩრდილების ახალი კვარტეტი სახელწოდებით Ecrin Prive იმ სასტუმროების ფერთა გამით იყო შთაგონებული, სადაც დეჟენს ხშირად უწევს ხოლმე გაჩერება. შავი-ყავისფერი-მოყვითალო კრემისფერი-ბრინჟაოს ვარდისფერის პალიტრა იდეალური არჩევანი უნდა იყოს მათთვის, ვისაც ერთ პროდუქტში დღის და ღამის მაკიაჟის გაერთიანების იდეა ხიბლავს. ჩრდილების ნაკრებს საკმაოდ მომხიბვლელი შეფუთვა აქვს - მეტალის საკეტებში არ გაგიჭირდებათ თავად Givenchy-ის მოდის სახლის სტილის განუყრელი ელემენტების ამოკითხვა.



ვინც მოდის ტენდენციებს თვალყურს ადევნებთ, ალბათ, არ გამოგეპარებოდათ ის ფაქტი, რომ ამ ზამთრის სეზონზე ბაროკოს სტილი ძალიან აქტუალურია. ამ ტენდენციას არც კოსმეტიკური კომპანიები ჩამორჩნენ და ეს “გატაცება” თავიანთ ასორტიმენტში სწრაფადვე გაათამაშეს. L’oreal-მა ახალ კოლექციაში Tresor, რომელსაც ლეიტმოტივად ოქროსფერი ტონალობა გასდევს, ზომიერად ოქროსფერი ფრჩხილის ლაქი Vernis in Love 532 წარმოადგინა.



ალქიმიის მოყვარულებს კი DSquared²-ისგან სიურპრიზად ახალი სუნამო - Potion Eau de Parfum - ელით. ბერგამოტის, შავი მოცხარის და იასამანის ძირითად ნოტებს თეთრი და შავი მუსკუსი, შავი ქარვა და ოქროს ვანილის არომატები ერევა და საბოლოოდ მომნუსხველ და მომაჯადოებელ ეფექტს ვიღებთ. ყვავილოვანი სურნელის მოყვარულებს ნამდვილად ვურჩევდი გამოცდას!

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები