წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

იანვრის ყველაზე დასამახსოვრებელი ვარსკვლავური ვარცხნილობა და მაკიაჟი

ბლოგი:
თებერვალი 07, 2013
ავტორი Anika
ახალი წლის დადგომასთან ერთად, ცნობილი მსახიობებისთვის და ჰოლივუდის კინოვარსკვლავებისთვის დატვირთული პერიოდი დაიწყო. კინო გადაღებებს და მასთან დაკავშირებულ არანორმირებულ დღის რეჟიმს არ ვგულისხმობ. ამ შემთხვევაში ცერემონიების ხანგრძლივი პერიოდი ვიგულისხმე, რომელიც იანვრიდან დაიწყო და თებერვლის ბოლოს ოსკარების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება. წითელი ხალიჩა კი, როგორც მოგეხსენებათ, თავის წილ პასუხისმგებლობას აკისრებს მასზე გავლის პატივის მქონე ადამიანებს: გამოიყურებოდა უზადოდ და მომნუსხველად. ეს სამზადისი, ზოგიერთი ვარსკლავის შემთხვევაში, რიგ ექსპერიმენტებზე წასვლის სითამამესაც გულისმობს.

დღევანდელ პოსტში იანვრის თვის ცერემონიების რამდენიმე ყველაზე დასამახსოვრებელ და გამორჩეულ მომენტს შემოგთავაზებთ. მოდით, ჩემი საყვარელი ფრანგი მსახიობი მარიონ კოტიარით დავიწყოთ, რომელიც SAGA-ს დაჯილდოებაზე ახალი, გეომეტრიული ვარცხნილობით გამოცხადდა, რომელსაც იდეალურად ესადაგებოდა ვიზაჟისტის მიერ შერჩეული მინიმალისტური მაკიაჟი, სადაც აქცენტი თვალებზე და წარბებზე იყო გადატანილი.



ალბათ, გადამეტებული არ იქნება იმის თქმა, რომ სკარლეტ იოჰანსონის მაკიაჟი დაუვიწყარი იყო. ცნობილი ვიზაჟისტის ჯანპაოლო ჩეჩილატოს მიერ Dolce&Gabbana-ს დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენებით შექმნილი მაკიაჟით მსახიობი “Cat on a hot tim roof”­-ის ბორდვეის პრემიერაზე წარსდგა.



გახუნებული ფორთოხლისფერი კაბის ფერთან იდეალურად იყო შეხამებული მსახიობ ჯესიკა ალბას მაკიაჟი: კანის მბზინავი ეფექტი და გლუვი, სტაფილოსფერი ტუჩის საცხი კონტრასტული და იმავდროულად ძალიან შთამბეჭდავი იყო.



ემილი ბლნატი სტილი უნიკალური შეგრძნებით ყოველთვის გამოირჩეოდა და არც ამჯერად უღალატა მის ჩვეულ ალღოს.Critics Choice Movie Award-ის ცერემონიაზე 1920-იანი წლების განწყობის ვარცხნილოობით და მკვეთრი წითელი ტუჩის საცხით გამოცხადდა.



და ბოლოს, არ მინდა გამომრჩეს ლეა მიშელის ულამაზესი ვარცხნილობა, რომელსაც თავზე არაერთი საშუალო სისქის ნაწნავი ამშვენებდა და რომელიც განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო მშვიდი, ჩამქრალი ტონალობებისგან შემდგარი მაკიაჟის ფონზე.



მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები