წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

იცოდით თუ არა, რომ... თმის კონდიციონერების შესახებ

ბლოგი:
ნოემბერი 04, 2014
ავტორი Anika
ამბობენ, თმის კონდიციონერი შამპუნის საუკეთესო მეგობარიაო. ჩემი განუყრელი მეგობარი კონდიციონერი არასდროს ყოფილა, მაგრამ მას შემდეგ რაც კონდიციონერის დადებითი მხარეების და მისი ეფექტის შესახებ ცოტა რამ წავიკითხე, ნამდვილად გამიჩნდა სურვილი თმის მოვლის ეს საშუალება გამომეცადა. და აი რატომ:

  • თმის კონდიციონერი ვარცხნილობის გაკეთებაში გეხმარებათ - თმის ისეთი კონდიციონერები, რომლებიც ჩამობანას არ საჭიროებენ, კარგად ატენიანებენ თმის ღერებს. ტალღოვანი ეფექტის მიღწევა თუ გსურთ, ასეთი კონდიციონერის მცირე რაოდენობა თმაში შეიშხურეთ, კარგად გამოივარცხნეთ და ნაწნავებად დაიწენით. გაშრობის შემდეგ ულამაზეს ტალღოვან ვარცხნილობას მიიღებთ.

  • კონდიციონერი ატენიანებს თმის ფოლიკულებს - ზამთრის ცივ ამინდებში თმის ღერები ადვილად შრება და იფიტება. თუ სულ მცირე, თვეში ერთხელ მაინც გამოიყენებთ ღრმა კონდიცირებისთვის გამიზნულ თმის ნიღაბს და მას უშუალოდ სკალპზე წაისვამთ, ასე გამომშრალი ფუფხებისგანაც გათავისუფლდებით და თმაც მსუბუქი და სრიალა გახდება.


615x200_ehow_images_a01_vo_14_egg-yolk-hair-conditioner-800x800



  • კონდიციონერი შამპუნის წასმამდე უნდა გამოვიყენოთ - რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მაგრამ სპეციალისტები სწორედ ამას გვირჩევენ. ამ ხერხის მეშვეობით, თმის მოცულობის გაზრდის შესაძლებლობა გვეძლევა. შხაპის მიღების დროს, როცა კონდიციონერს ტრადიციისამებრ შამპუნის შემდეგ წავისვამთ, დიდია იმის ალბათობა, რომ კონდიციონერი კარგად ვერ ჩამოვიბანოთ თმიდან, მისი გარკვეული ნაწილი დარჩეს, თმა „დატკეპნოს“ და შესაბამისად, მოცულობა დაუკარგოს.

  • კონდიციონერი არასდროს წავისვათ თმის ძირებზე - დაიწყეთ წასმა თმის ბოლოებიდან და აუყევით თმას შუა სიგრძემდე, ამ მონაკვეთს ყველაზე მეტად ესაჭიროება კონდიციონერის მოქმედება.

  • ნუ გამოიყენებთ ისეთ კონდიციონერებს, რომლებიც სილიკონს შეიცავენ.

  • აუცილებელი არ არის კონდიციონერი შამპუნთან ერთად გამოიყენოთ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, თუ თმას ხშირად (ყოველდღიურად ან 2-3 დღეში ერთხელ) არ იბანთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შუალედში კონდიციონერის გამოყენება არ შეგიძლიათ: თამამად გამოყენებთ კონდიციონერი შამპუნისგან დამოუკიდებლად თმის დამატებით დასატენიანებლად.


მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები