წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

იდეალურად მოწესრიგებული კანი 24/7

ბლოგი:
აგვისტო 29, 2012
ავტორი Anika
დღევანდელ პოსტში ახალს და სენსაციურს არაფერს მოგიყვებით: პირიქით, დღეს მინდა ყოველდღიურობის მარტივ და ყველასათვის ნაცნობ რამდენიმე აუცილებელი პროცედურის თუ ფაქტის შესახებ შეგახსენოთ, რომელიც ნებისმიერი თავის მოვლის რუტინის განუყოფელი კომპონენტია. ამასთან, რამდენიმე სასარგებლო პროდუქტზეც მოგიყვებით, რომლებიც ამ დროს თქვენთვის გამოსადეგი შეიძლება აღმოჩნდეს.


არ დაგავიწყდეთ, რომ ღამის განმავლობაში ფორებში საკმაო რაოდენობის ცხიმი გროვედება. ამიტოამაც, დილით, გამოღვიძებისთანავე სახის გახმენდა და დაბანა ღამის გაწმენდაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. არ დაიზაროთ და არც იფიქროთ ამ ეტაპის გამოტოვება! სახლიდან გასვლამდე სახე სათანადოდ გაიწმინდეთ/დაიბანეთ და დღის შესაბამისი დამცავი საცხი წაისვით. საინტერესო სიახლე: Givenchy SMILE’N REPAIR დილის საცხი ნებისმიერი მიმიკური მოძრაობის დროს კანის უჯრედებში HSP 27 ცილის გამომამუშავებელ მექნიზმს უშვებს, რომელიც კანის მისკვრივეზე და ერთგაროვნებაზე არის პასუხისმგებელი.


გარდა ამისა, დილაობით ჯანსაღი და გამაცოცხლებელი ენერგიის და ლამაზი ბზინვარებისთვის კანზე შეგიძლიათ Yves Rocher-ს Vegetal 3-ის შრატის კაფსულები გამოიყენოთ.


მათთვის კი, ვინც კანზე ცხიმიანი ბზინვარებისკენ არის მიდრეკილი, დერმატოლოგების მიერ რეკომენდებულია გლუვი ეფექტის მქონე საცხის გამოყენება, მაგალითად, “Effaclar Mat” La Roche-Posay-გან. დღის განმავლობაში კი სამუშაო მაგიდაზე Clarins-ის Skin Illusion ფხვიერი პუდრა იქონიეთ: ამბობენ, რომ მოხერხებულად  მოთავსებული ფუნჯის წყალობით ეს მინერალური პუდრა მომენტალურად გლუვს ხდის ცხიმიან კანს და ფორებსაც იდეალურად ავსებსო.


ღამით, ძილის წინ, ვიდრე ღამის საცხებს წაისვამთ, კარგი იქნება თუ სახის კანს სკრაბით გაიწმენდთ - ასე კანი კიდევ უფრო ეფექტურად შეიწოვს სახის საცხს. Loreal-ის Triple Active სკრაბი, გარგარის წიპწების მეშვეობით, მკვდარ უჯრედებს კარგად მოაცილებს და ფორებს სრულყოფილად გაასუფთავებს.


ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ ღამის შრატებზე თუ საცხებზე გადახვიდეთ. დაიმახსოვრეთ, რომ ღამით კანის უჯრედები ორჯერ უფრო სწრაფ რეგენერაციას განიცდის, ამიტომაც ნებისმიერ შრატი თუ ელექსირი ღამით უფრო ეფექტური ხდება. Olay-ს ახალი შრატი regenerist გლიკოლის მჟავას შეიცავს, რომლის წყალობითაც კანს ერთვაროვანს ხდის და კარგად ატენიანებს. დერმატოლოგები გვარწმუნებენ, რომ ამ შრატის მოხამრების დაწყებიდან შვიდი დღის შემდეგ, კანი გაცილებით რბილი და მკვრივი ხდება.



მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები