წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

იდეალური წესრიგი საუკეთესო დამხმარეს

ბლოგი:
ოქტომბერი 11, 2012
ავტორი Anika
ლამაზ მაკიაჟზე, სეზონის ახალ პროდუქციაზე და გალამაზების ახლებურ მეთოდებზე ხომ ყველას ძალიან გვიყვარს საუბარი?! მგონი, ასეა. თუმცა ამ ხანგრძლივი და დაუსრულებელი მსჯელობებისას, თითქმის არასდროს გვახსენდება ხოლმე ის “იაღაღები”, რომელთა გარეშეც მარტივი მაკიაჟის გაკეთებაც კი შეუძლებელია. ფუნჯებს ვგულისხმობ - სხვადასხვა ფორმის, ზომის, მოყვანილობის თუ დანიშნულების ფუნჯებს, რომელთა გარეშეც ჩვენი კოსმეტიკური ცხოვრება წარმოუდგენელია და რომელთაც ყველაზე ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ. ამ უყურადღებოებში პირველ რიგში, საკუთარ თავს ვგულისხმობ: რამდენიმე თვის წინ ნაყიდი საკმაოდ ძვირადღირებული ფრანგული ბრენდის “რუმიანის” ფუნჯი ამ თვეების განმავლობაში ერთხელაც არ მომიწესრიგებია. ერთდაერთი რასაც ვახერხებ ის არის, რომ თავის ჩასადებში ვდებ ყოველ ჯერზე და ასე კოსმეტიკის ჩანთაში დეფორმაციისგან ვიცავ.

მოკლედ, ფუნჯებს საგანგებო მოვლა სჭირდებათ იმისათვის, რომ დიდ ხანს ეფექტურად და ხარისხიანად მოგვემსახურონ. რაც უფრო მზრუნველობით მოვეპყრობით მათ, მით უფრო ხანგრძლივად შევძლებთ მათ შენარჩუნებას. ამისთვის კი საჭიროა მათი პერიოდულად რეცხვა-გაწმენდა.



ფუნჯის გაწმენის საუკეთესო საშუალება საგანგებოდ არსებული გამწმენდი საშუალებებია, რომლებიც არაერთ კოსმეტიკურ ხაზს აქვს გაყიდვაში. ეს გამწმენდები ორ ძირითად კატეგორიად იყოფა: პირველ კატეგორიაში შემავალ გამწმენდებს ჩვეულებრივი შამპუნის მსგავსი მოქმედება აქვთ: ისინი წყალთან შეხებისთანავე კარგად ქაფდებიან და მათ ღრმად წმენდის უნარი აქვთ. მეორე კატეგორიის გამწმენდები კი სპირტს შეიაცვენ, რის გამოც ძალიან სწრაფად არის შესაძლებელი გამენდის პროცესის დასრულება და ფუნჯის გაშრობა.



არ დაგავიწყდეთ, რომ სათანადოდ მოვლილ და გასუფთავებულ ფუნჯს შენახვაც სათანადო სჭირდება. ის ფუნჯები, რომელთაც ყველაზე ხშირად მოვიხმართ, შეეცადეთ კოსმეტიკის ჩანთაში მხოლოდ თანმხლები ჩასადებით ჩადოთ, რომ არ დაბინძურდეს და ფუნჯმა ფორმა რომ არ დაკარგოს. ის ფუნჯები კი, რომლეთან შედარებით იშვიათად ვიყენებთ და მათი ჩანთით ტარება აუცილებელი არ არის, შეგიძლიათ სპეციალურ ჩასადებში მოათავსოთ, რომელსაც ადგილს თქვენი პარფიუმერიის მაგიდაზე მიუჩენთ. ასე მარტივად.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა







მსგავსი ბლოგები