ბლოგი:
ნოემბერი 28, 2016
ავტორი Anika
იოგას სარგებელზე ანიკას ბლოგში ბევრჯერ გვისაუბრია. პერიოდულად მიმოვიხილავთ ხოლმე სხვადასხვა ტიპის ასანებს, რომლებიც რომელიმე კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლადაა გამიზნული: ზურგის ტკივილი, უძილობა, სტრესი, შფოთვა, ამას გარდა ისეთ ვარჯიშებსაც ვეხებით, რომლებიც ზოგადად მეტაბოლიზმის გაძლიერებაზეა მიმართული ან რომელიმე კონკრეტული მონაკვეთის გასავარჯიშებლად და კუნთების გასამკვრივებლად. თუმცა, ეს ყველაფერი დიდების მასშტაბშია განხილული - ზრდასრულების, მშობლების დონეზე და არასდროს გვისაუბრია იმაზე, თუ რამდენად დადებითად მოქმედებს იოგა მოზარდების განვითარებაზე.
დღევანდელი სტრესული ყოველდღურობის გათვალისწინებით - სკოლაში გატარებული საათები, მოცულობითი დავალებები, დამატებით სპორტული აქტივობები თუ სხვადასხვა შემეცნებითი წრეები - მოკლედ, ბავშვები ზრდასრულებზე ნაკლებ სტრესს არ განიცდიან, ეს ყველაფერი კი მათ შინაგან სიმშვიდეზე და ბედნიერების შეგრძნებაზე აისახება. სხვადასხვა მასალებს და სტატიებს რომ ვეცნობოდი საბავშვო იოგაზე, აღმოვაჩინე, რომ იოგა ისევე როგორც დიდებს, ოჯახის პატარა წევრებსაც ძალიან ეხმარება სირთულეების დაძლევაში, რელაქსაციაში, შინაგანად კმაყოფილების შეგრძნების მოპოვებაში - ასე ისინი გაცილებით მარტივად უმკლავდებიან დაბრკოლებებს და ისე აღარ ისტრესებიან. ფიზიკურ დონეზე იოგა ბავშვებს აძლიერებს, უფრო მოქნილებს ხდის, კოორდინაციას აუმჯობესებს და საკუთარი სხეულის გაცნობიერებაში ეხმარება. იოგას დროს ბავშვები ერთდროულად ვარჯიშობენ, თამაშობენ, კონტაქტს ამყარებენ საკუთარ შინაგან და მათ გარშემო არსებულ სამყაროსთან.
ერთობლივი ვარჯიში ნელ-ნელა შეგიძლიათ დაიწყოთ, სახლში - ძალიან ბევრს იხალისებთ თქვენც და ბავშვებიც. ნუ იქნებით კრიტიკული, აღიჭურვეთ მოთმინებით და კარგად აუხსენით ბავშვებს რა უნდა გააკეთოთ ერთად. იდეალური იქნება სხვადასხვა ცხოველების დასახელების მქონე ასანებით თუ დაიწყებთ და მისცემთ პატარებს შესაძლებლობას, სრულად გამოხატონ თავიანთი ემოციები სხეულის მოძრაობასთან ერთად. მაგალითად, გველის ასანის შესრულებისას უთხარით, წარმოიდგინოთ თითქოს მხოლოდ გრძელი ხერხემალი აქვთ ხელების და ფეხების გარეშე. ხის ასანის შესრულებისას ბავშვს შეუძლია წარმოიდგინოს თითქოს უზარმაზარი მუხის ხეა, რომლის ფესვებიც მიწაში ძალიან ღრმადაა გადგმული. შეძლებენ თუ არა ხის მდგომარეობაში დიიდი ხნით გაჩერებას? ძაღლის ასანას შესრულებისას მიეცით შესაძლებლობა, თუ მათ სურვილი აქვთ, ძაღლის მსგავსად მოიქცენ: იყეფონ, ენა გადმოაგდონ, დაყნოსონ რამე - დამერწმუნეთ, ძალიან, ძალიან სახალისოა. ამ ნებისიერი ასანას შესრულების დროს ბავშვები კავშირს ამყარებენ გარემოს მაკროორგანიზმსა და მათი სხეულის მიკროორგანიზმს შორის. მოკლედ, სცადეთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა