წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

იოგა თუ პილატესი?!

ბლოგი:
აპრილი 27, 2014
ავტორი Anika
როცა მიზანი დიადია - წონა დაირეგულირო, სხეულის ფორმების კორექცია მოახდინო, გაჯანსაღდე - ადვილია თავგზა აგებნეს და ფიტნესის თუ ფიზიკური აქტივობის სწორი ფორმის შერჩევა გაგიჭირდეს. ამიტომაც, მოდით სპეციალისტების აზრს მოვუსმინოთ რა განსხვავებაა იოგასა და პილატესს შორის და რა უპირატესობები აქვს თითოეულ მათგანს.

პილატესი და იოგა სრულიად განსხვავებული მიმართულებებია. მართალია, მათ ხშირად ადარებენ ერთმანეთს, იმის გამო რომ ორივე შედარებით მშვიდი ფიზიკური აქტივობაა, მაგრამ მათ შორის განსხვავებება დიდია. ორივეს, პილატესს და იოგას შეუძლია ადამიანს დაეხმაროს მოქნილობის მიღწევაში, პლასტიკის განვითარებაში, ორგანიზმის გაჯანსაღებაში, ღრმა კუნთების ამუშავებაში.

ორივე სახეობაში მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამდენჯერ გავიმეორებთ ამა თუ იმ ვარჯიშს, არამედ ის, თუ რამდენად სრულყოფილად ვასრულებთ თითოეულ მოძრაობას. და განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოვეპყროთ ხერხემალს - იოგაში თითოეული ასანის შესრულებისას ხერხემალზე დატვირთვა უნდა იქნას გათვალისწინებული. ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად სუნთქვა და მთელი ვარჯიშის დროს სუნთქვის სათანადოდ გაკონტროლება.


იოგას და პილატესის შემთხვევაში, ვარჯიშამდე გახურება არ არის საჭირო, ვინაიდან კუნთებზე ინტენსიური დატვირთვა არ ხდება. ვარჯიშის შემდგომი გაწელვებიც არ არის საჭირო, ვინაიდან ვარჯიშის მიმდინარეობისას კუნთები ისედაც კარგად იწელება.

ახლა განსხვავებებას რაც შეეხება. იოგა სხეულის და სულის გაჯანსაღების წესია, რომელიც საუკუნეების ისტორიას ითვლის. იოგას არაერთი მიმდინარეობა არსებობს (ჰათჰა, კუნდალინი) და ნებისმიერი მათგანისთვის ამოსავალი წერტილი სხეულზე ზემოქმედების შედეგად სულიერად გაძლიერება და გონების დამშვიდებაა.

პილატესი კი კონკრეტულად სხეულის გასაჯანსაღებლად შეიქმნა, დაახლოებით ერთი საუკუნის წინ, გერმანელი ექიმის ჯოზეფ პილატესის მიერ, რომელიც პროფესიონალი ინსტრუქტორი იყო. მას თავად ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და სწორედ ამის გამო, ეძებდა მათთან გამკლავების გზებს. ასე მოიფიქრა გამაჯანსაღებელი გიმნასტიკა, რომლის შედეგადაც ნამდვილად შეძლო სასურველი ფიზიკური შედეგების მიღწევა.

და მაინც, რომელი სჯობს?! ამაზე პასუხის გაცემა, ალბათ, ხვდებით, რომ შეუძლებელია. გააჩნია თქვენ კონკრეტულად რა გჭირდებათ. თუ თქვენ არანაირი ფიზიკური მომზადება არ გაგაჩნიათ და არც იმის სურვილი გაქვთ, რომ რთულ ილეთებს შეეჭიდოთ, მაშინ კუნთების ფორმაში მოსაყვანად და მათ გასაჭიმად პილატესი იდეალური იქნება. თუ თქვენ სირთულეების დაძლევა არ გაშინებთ და სიამოვნებით აითვისებდით ეტაპობრივად სხვადასხვა ასანებს და იმავდროულად სულიერი სიმშვიდის მოპოვებაც გსურთ, ასეთ შემთხვევაში, არჩევანის შეჩერება იოგაზე იქნებოდა უმჯობესი.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა


მსგავსი ბლოგები