We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

იოგას ასანები მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად

_from blog_:
_January_ 28, 2016
_by_ Anika
დღევანდელ პოსტში იოგას ცნობილი ამერიკელი ექსპერტის კრისტენ მაკგის მიერ რეკომენდებულ იმ რამდენიმე მოძრაობას (ასანას) გაგაცნობთ (ვინც იოგას მისდევს, მისთვის თითოეული მათგანი უკვე ნაცნობი იქნება), რომლებიც ორგანიზმს მეტაბოლიზმის გაუმჯობესებულ ფუნქციონირებაში დაეხმარება.  ასანების საკმაოდ მარტივი შესასრულებელია, თქვენგან რამე განსაკუთრებულ გამოცდილებას ან ათლეტურ მონაცემებს არ საჭიროებს. ერთადერთი რაც უნდა შეგეძლოთ, კვირის განმავლობაში 3-5-ჯერ 10 წუთის გამოძებნა მათ შესასრულებლად.

dog-split-400x400

1. სავარჯიშო მატრასზე დავდგეთ და დავეყრდნოთ მუხლებს და ხელებს. ამოვისუნთქოთ, ავწიოთ მუხლები და ბარძაყები ზედა მიმართულებით, გავასწოროთ მკლავები და ფეხები. ჩავისუნთქოთ, ავწიოთ მარჯვენა ფეხი შეძლებისდაგვარად მაღლა. იგივე მოძრაობას გავიმეორებთ მეორე მხარეს.

knee-to-nose-400x400

2.  ჩავისუნთქოთ, მოვიხაროთ ზურგში, შევისუნთქოთ მუცლის მიდამოებში და მარჯვენა მუხლი ცხვირთან მივიტანოთ. ამოვისუნთქოთ და იგივე ფეხი უკან მიმართულებით წავიღოთ და ავწიოთ, როგორც ეს პირველ ასანაში იყო.

knee-right-shoulder-400x400

3. ჩავისუნთქოთ, მოვიხაროთ ზურგში და მარჯვენა ფეხი მუხლში მოვხაროთ, მარჯვენა გვერდზე. მაქსიმალურად შევეცადოთ, მუხლი მარჯვენა მხართან მივიტანოთ. ამოვისუნთქოთ და იგივე ფეხი უკან მიმართულებით წავიღოთ და ავწიოთ, როგორც ეს პირველ ასანაში იყო.

knee-left-shoulder-400x400

4. ჩავისუნთქოთ. მარჯვენა მუხლი შიდა მიმართულებით ავწიოთ და მარცხენა მხრისკენ წავიღოთ. ამოვისუნთქოთ და  იგივე ფეხი უკან მიმართულებით წავიღოთ და ავწიოთ, როგორც ეს პირველ ასანაში იყო.

one-legged-plank-400x4005. ჩავისუნთქოთ. ბარძაყები ოდნავ დაბლა დავუშვათ, ტანი მხრებისკენ წავწიოთ ისე, რომ მხრები ზუსტად ხელების ზემოთ იყოს. ავწიოთ მარჯვენა ფეხი და გავჩერდეთ რამდენიმე წამი. ამოვისუნთქოთ და დავუშვათ ფეხი. ავწიოთ ბარძაყები ზემოთ და დავუბრუნდეთ საწყის მდგომარეობას. გავიმეოროთ მოძრაობები მარცხენა მხარეს.

ხედავთ რა მარტივია ყველაფერი - არავითარი სირთულე და ჩახლართული მოძრაობები. თავად იოგას ექსერტების თქმით, მოძრაობების ეს სერია მუცლის პრესის გამკვრივებაზეა მიმართული და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესის დაჩქარებას.



სცადეთ და გამოცდილება გაგვიზიარეთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა









_OTHER BLOGPOSTS_