We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

იოგას ასანები თავის ტკივილის მოსახსნელად

_from blog_:
_August_ 25, 2016
_by_ Anika
როგორც წერენ, ასანების ეს ციკლი ძალიან ეფექტიანია თავის ტკივილის დროსო: ჯერ არ გამომიცდია ისე გიზიარებთ, სცადეთ ჩემთან ერთად, ვიდრე ტკივილგამოყუჩებელს მოიხელთებთ, იქნებ მართლაც აღარ დაგჭირდეთ ზედმეტად წამლების დალევა. ეს ასანები ზოგადად, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ხსნის კისრის დაჭიმულობას და ამშვიდებს გონებას.

Bended-Yoga

1. ფეხებს ერთად ვდგამთ და თავით წინ ვიხრებით, მაქსიმალურად ვცდილობთ შუბლით ფეხებს მიუვუახლოვდეთ, ამ დროს კი შეძლებისდაგვარად ვიყენებთ აბდომინალურ კუნთებს. ნელ-ნელა გააქნიეთ თავი მარცხნივ-მარჯვნივ, ასე კისრის ტკივილსაც უშველით. დარჩით ამ პოზაში სულ მცირე 5 სუნთქვის ციკლი.

136726-850x562r1-doyoga

2. პირველი სავარჯიშოს შემდეგ, ნელ-ნელა გადაადგილდით ფეხებით უკან ისე, რომ "თავდახრილი ძაღლის" ასანაში აღმოჩნდეთ, როგორც ეს ზემოთ ფოტოზეა მოცემული. მაქსიმალურად გასწორდით და დააგრძელეთ ხერხემალი და მოადუნეთ თავი. დახუჭეთ თვალები და შესაძლებლობა მიეცით სისხლს თავის მიმართულებით იმოძრაოს. დარჩით ასე სულ მცირე 5 სუნთქვის ციკლი.

bb0e287516def9e7_child_spose.xxxlarge

3. დაჯექით იატაკზე და მუხლებით და შუბლით შეეხეთ მას, ტანი კი წინ გადახარეთ - ეს ჩვილის პოზაა. მუხლები შეგიძლიათ შეტყუპებული ან გაცალკევებული გქონდეთ, როგორც გირჩევნიათ. ხელები წინა მიმართულებით გაშალეთ და დააწყვეთ იატაკზე. ასე დარჩით სულ მცირე 5 სუნთქვა.

Janusirasana



4. დაქჯექით და ფეხები თქვენს წინ გაასწორეთ. მოხარეთ მარჯვენა ფეხი მუხლში და ტერფი მარცხენა ბარძაყის შიდა მხარეს მიადეთ. გადაიხარეთ ტანით წინ მარცხენა ფეხისკენ და დარჩით ასე რამდენი ხანიც გესიამოვნებათ, შემდეგ იგივე გაიმეორეთ მეორე მხარეს.

tumblr_mj9h7jvjHA1rek3nco1_1280

5.  მოხარეთ მუხლები და ფეხის ტერფები ერთმანეთ მიადეთ. ხელების დახმარებით, შეძლებისდაგვარად გახსენით ფეხები, იდაყვებით დააწექით მუხლებს იატაკის მიმართულებით. დააგრძელეთ ხერხემალი, მუცელი შეისუნთქეთ, მხრები მოადუნეთ და ასე დარჩით სულ მცირე 5 სუნთქვა.

_OTHER BLOGPOSTS_