ბლოგი:
სექტემბერი 02, 2016
ავტორი Anika
ზურგის ტკივილი დღეისთვის ძალიან ბევრი ადამიანისთვის წარმოადგენს უკვე პრობლემას - ოფისში, კომპიუტერის წინ სტატიკურად გატარებული დღეები, კვირეები და თვეები თავის კვალს ტოვებს. მითუმეტეს, თუ სულ მცირე ერთი ან ორი ორსულობა გაქვთ გამოვლილი, ხერხემალზე დატვირთვა და ზურგის დისკომფორტი თქვენთვის უჩვეულო ნამდვილად არ იქნება. საკუთარ პრობლემას იდეალური გასაღები მოვუძებნე და იოგას იმ რამდენიმე ასანას მივმართავ ხოლმე, რომლებიც ზუსტად დაჭიმული ზურგის მოსადუნებლად არის მიმართული და დღღევანდელ პოსტში მათ გიზიარებთ.
მეომრის ასანის დროს (ზემოთ სურათი) მოხრის შესრულებისას გულმკერდს და მხრებსაც გაავარჯიშებთ.
უკან სწორად გაშლილი ფეხი, მეორე ფეხი წინ 90 გრადუსით მოხრილი - ეს ასანა არაჩვეულებრივია ზურგის ქვედა ნაწილში დაჭიმულობის მოსახსნელად, ხოლო თუ ამ დროს მოიხრებით კიდეც, მაშინ კიდევ უფრო დიდ ეფექტს მიიღებთ ზურგის და გულმკერდის ნაწილში.
გვერდზე ნახევრად მოხრილი პოზა მიბჯენილი ხელებით ძალიან კარგია ტორსის გვერდების დასაჭიმად და მხრების და გულმკერდის გასახსნელად.
შემობრუნებული სამკუთხედი იდეალური ასანაა ხერხემლისთვის - ამ დროს, მუხლის ქვედა მყესების დაჭიმვაც ხდება. ერთბაშად მარტივი შესასრულებელი არ არის, ისევე როგორც ჩვეულებრივი სამკუთხედის ასანა, ვინაიდან ამ პოზაში ტანი ფეხების დგომის საპირისპიროდ უნდა შემოატრიალოთ, თუმცა, მონდომების შემთხვევაში, მალევე შეძლებთ დაოსტატებას.
ჩვეულბრივი წინ გადახრის ასანას თუ ტანის შემობრუნებასაც მივამატებთ, ასე თითო მხარეს თითო მხრის გახსნის შესაძლებლობა გვექნება.
მტრედის ასანა ზოგადად მენჯ-ბარძაყის გასახსნელად არის იდეალური და მარტივად ხსნის მენჯში არსებულ დაძაბულობას.
ხერხემლის მოტრიალება დამჯდარ პოზაში იოგაში ერთ-ერთი ყველაზე საბაზისო ასანაა და იდეალური ზურგის დაჭიმულობის მოსახსნელად და სტრესისგან გასათავისუფლებლად.
მომდენო პოსტამდე,
ანიკა