We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

იოგას მოძრაობები თეძოების დაჭიმულობის მოსახსნელად

_from blog_:
_June_ 29, 2018
_by_ Anika
თეძოების - მენჯ-ბარძაყის ზონა ბევრი ჩვენგანისთვის პრობლემური ზონაა ისე, რომ ამას შეიძლება ვერც ვაცნობიერებდეთ. გაიხსენეთ, დღის განმავლობაში რამდენ საათს ატარებთ მჯდომარედ: სამსახურში კომპიუტერთან, სახლში, მანქანაში. ამის შედეგად კი დაჭიმულ მენჯ-ბარძაყს ვიღებთ, რაც წლების შემდეგ უამრავი პრობლემის წინაპირობა ხდება.

ამიტომაც, აუცილებელია სისტემატურად გავიწელოთ, საიმისოდ, რომ მენჯ-ბარძაყის სახსრები ჯანსაღ მდგომარეობაში შევინარჩუნოთ. ეს გაწელვის სავარჯიშოები/მოძრაობები დადებითად აისახება ასევე მუხლის ქვედა მყესზე, დუნდულოს კუნთებზე და ზურგის ქვედა ნაწილზე. დღევანდელ პოსტში იოგას რამდენიმე ეფექტურ ასანას შემოგთავაზებთ, რომლებიც სწორედ მენჯ-ბარძაყის გაწელვებისთვის გამოგადგებათ .

1. ჩვილის პოზა (child's pose)

Child pose

ამ ბმულზე ნახავთ, თუ როგორ სრულდება ჩვილის პოზა: https://www.yogajournal.com/videos/child-s-pose

2. თავდახრილი ძაღლის პოზა (downward dog pose)
downward dog

ამ ბმულზე ნახავთ, როგორ სრულდება თავდახრილი ძაღლის მოძრაობა: https://www.yogajournal.com/videos/downward-facing-dog-pose

3. ნახევრად მტრედის პოზა (half-pigeon pose) - ქვემოთ ბმულზე ნახავთ როგორ შეასრულოთ ეს მოძრაობა.

half pigeon

https://www.youtube.com/watch?v=3WJam-pECBo

5. ნახევრად მტრედის ასანადან გადავალთ შემდეგ ასანაში, რომელსაც "ნემსის წვერში ძაფის გაყრას" უწოდებენ. ქვემოთ ბმულზე ნახავთ, როგორც სრულდება ეს მოძრაობა:
 
 
 
6. ამის შემდეგ ვასრულებთ ფეხის სრულ გაწელვებს: ვწვებით ზურგზე, მარცხენა ფეხს ვშლით იატაკზე, მარჯვენა ფეხს კი გაშლილ მდგომარეობაში სახისკენ მივიზიდავთ. ასე ვჩერდებით 2 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა. შევცვლით ფეხებს და იგივეს ვიმეორებთ მეორე მხარეს.
 
 
7. და ბოლოს, დამამთვარებელი Shavasana-ს პოზა, რომელსაც გვამის პოზას უწოდებენ - რეალურად, ამ დროს არანაირ მოძრაობას არ ვასრულებთ, ვწევართ ზურგზე, ხელები მხრების სიგანეზე გვერდებზე გაშლილი გვაქვს ისე, რომ ხელის გულები ზემოთა იყურება.

_OTHER BLOGPOSTS_