წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

იოგას საუკეთესო სახეობები წონაში დასაკლებად

ბლოგი:
ნოემბერი 20, 2017
ავტორი Anika
იოგას გაგონებაზე უმეტეს ჩვენგანს გაწელვები, სტრესის მოხსნა, რელაქსაცია და მედიტაცია ახსენდება, ცხიმების და კალორიების წვა კი იოგას ვარჯიშებთან ნაკლებად არის ასოცირებული და სულ ტყუილად - ძირითადი სარგებელთან ერთად, იოგას გამოყენება ზედმეტი კილოგრამების დასაკლებადაც არის შესაძლებელი.

უპირველეს ყოვლისა, იოგა მთელ სხეულს ავარჯიშებს და ფორმაში მოყავს ის. როგორც ვიცით, კუნთოვანი მასის განვითარება უმნიშვნელოვანესია მეტაბოლიზმის კარგად და ეფექტიანად ასამუშავებლად, რაც თავის მხრივ, ნებისმიერი ფიზიკური აქტივობის დროს მეტი კალორიების დაწვაში გვეხმარება, თუნდაც ასეთი აქტივობა მინიმალური დატვირთვის იყოს - მაგალითად, შავასანა (იგივე "გვამის პოზა", იოგას ვარჯიშის ფინალური მდგომარეობა, რომლის დროსაც უბრალოდ წევხართ და ცდილობთ, არ ჩაგეძინოთ). ამასთან, იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ასანებს ასრულებთ, სწორად შერჩეული ასეთი ასანების ციკლი რეალურად, საკმაოდ მაღალი ინტენსივობის შეიძლება იყოს და მნიშვნელოვნად დაგეხმაროთ ცხიმების და კალორიების დაწვაში.

იოგას მეორე მნიშვნელოვანი მხარე სულიერი და გონებრივი წვრთნის ნაწილია და ის, რასაც იოგა გვასწავლის ამ მიმართულებით, მნიშნელოვანია ზოგადად ჯანსაღი ცხოვრებისა და ჯანსაღი წონის შენარჩუნებისთვის და სტრესის თავიდან ასაცილებლად. იოგას მრავალფეროვანი სახეობებიდან მაინც გამოირჩევა კონკრეტული იოგას ტიპები, რომლებსაც სპეციალისტები ყველაზე მეტად უწევენ რეკომენდაციას ზედმეტი კილოგრამების დასაწვავად.

498058082_XS

ჰათჰა იოგა საკმაოდ პოპულარულია დასავლეთში და მიუხედავად იმისა, რომ რამე განსაკუთრებული მახასიათებლებით არ გამოირჩევა იოგას ეს სახეობა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჰათჰა იოგას ფოკუსი სხეულზე და აღნაგობაზე უფროა, ვიდრე სულიერ-გონებრივ ვარჯიშებზე. იოგას ეს სახეობა ისეთი ასანების კომბინაციაა, რომლებიც მჯდომარე და დამდგარ მოძრაობებს აერთიანებს და ეს მოძრაობები ორგანულად ერთიდან მეორეზე არ გადადის, როგორც ეს ვინიასა იოგას შემთხვევაში ხდება. გაითვალისწინეთ, რომ ჰათჰა იოგას შემთხვევაში ვარჯიშების ინტენსივობა და სიჩქარე კონკრეტულ იოგას ინსტრუქტორზეა დამოკიდებული და თუ თქვენ პრიორიტეტი კალორიების წვა გაქვთ, შეგიძლიათ power hatha yoga შეარჩიოთ, რომელიც მთელ სხეულს და მასთან ერთად, მსხვილ კუნთებს ავარჯიშებს - მსხვილი კუნთები კი თავის მხრივ, მეტი კალორიების წვას გულისხმობს.

ვინიასა იოგა საკმაოდ დინამიური ვარჯიშების ციკლია, რომელიც შესვენების გარეშე მიმდინარეობს, გადასვლა ერთიდან მეორე ასანაზე ძალიან ორგანულია და საბოლოო ჯამში, აერობული/კარდიო ვარჯიშების ეფექტს იძლევა. ვინიასა იოგას დროს ერთსა და იმავე ასანებზე აქცენტის გაკეთებით შესაძლებლობა გაქვთ ყოველ ჯერზე, სულ უფრო დახვეწოთ და დააღრმავოთ ამა თუ იმ მოძრაობის შესრულება, რაც უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვის დროს. იოგას ამ სახეობაში ჩემთვის გამორჩეულად სასიამოვნო ამერიკელი იოგას ინსტრუქტორის Shiva Rea-ს ვარჯიშების ციკლია, რომელიც ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ.

წარმატებები!

თაკო







მსგავსი ბლოგები