ბლოგი:
ივლისი 15, 2013
ავტორი Anika
დამეთანხმეთ, რომ ზაფხული საუკეთესო დროა სხეულის ფორმაში მოსაყვანად. არამარტო იმიტომ, რომ ამ დროს “გახდას” ვიწყებთ და ჩვენი ზამთრის ცოდვები სააშკარაოზე გამოდის, არამედ იმიტომაც, რომ ზაფხულში ყველაზე დიდი არჩევანი გვაქვს ხილის და ბოსტნეულის - დიეტის და ჯანსაღი კვების საუკეთესო დამხმარეების. ექსპრეს-მეთოდის დიეტები და შიმშილი რომ გამოსავალი არ არის, ეს თავადაც გეცოდინებათ. ასეთი ექსტრემალური ზომების შედეგად ერთადერთი რა შედეგსაც ვიღებთ, ეს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და შინაგანი ორგანოებისთვის ზიანის მიყენებაა.
ამიტომაც, დღევანდელ პოსტში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, უსაფრთხო და ზომიერ წონაში კლების რეჟიმს გთავაზობთ - იოგურტის დიეტა მრავალფეროვნებით გამოირჩევა, დაბალანსებულ რაციონს მოიცავს და ეფექტურიცაა.
ამ დიეტის ძირითადი პროდუქტი, როგორც მიხვდით, იუგურტია, მხოლოდ შაქრით და ათასგვარი დანამატებით გაჯერებული იოგურტი არ იგულისხმება - საუბარია ნატურალურ პროდუქტზე, რომელსაც ჩვენ მაწვნის სახით მივირთმევთ. ეს დიეტა 1930-იან წლებში გერმანელ ექიმ ზეიკს გამოუგონიოა, რომლის წყალობითაც შვეიცარიის ელიტარულ სანატორიუმში არაერთ პაციენტს დაეხმარა ზედმეტი კილოგრამებისგან ჯანმრთელად განთავისუფლებაში.
რას მივირთმევთ დიეტის განმავლობაში? იოგურტს, ხილს, ბოსტნეულს, კენრკებს და ხორცს.
აუცილებელია, რომ დღის განმავლობაში მინიმუმ 500 გრამი იოგურტი/მაწონი მივიღოთ. ყოველდღიური დოზა 4 კვებაზე ნაწილდება - საუზმე, ლანჩი, სადილი და ვახშამი. საკვების მიღების წინ რეკომენდირებულია ერთი ფინჯანი ჩაის ან თბილი წყლის დალევა.
გარდა ამისა, ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს 300 გრამი ცოცხალი ხილი, მსხლის, ბანანის, ყურძნის, საზამთროს და ნესვის გამოკლებით (ისინი დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავენ).
მაგალითისთვის გეტყვით, რა შეგვიძლია მივირთვათ დღის განმავლობაში.
საუზმე: 1 ფინჯანი უშაქრო მწვანე ან შავი ჩაი, იოგურტი ჟოლოთი ან ხილის ჩირით, ½ ჭიქა ბროწეულის ან გრეიფრუტის წვენი.
ლანჩი: მწვანე ან შავი ჩაი, ბოსტნეულის სუპი ან კრემ-სუპი მაწონთან ერთად, 100 გრამი მოხარშული ხორცი, ბოსტნეულის სალათა მაწვნის საკმაზით, მინერალური წყალი.
სადილი: ბოსტნეული სალათი მაწვნის საკმაზით, მინერალური წყალი.
ვახშამი: ჩაი ან თბილი წყალი, 250 გრამი იოგურტი, ბოსტნეულის კერძი ან გრილზე მომზადებული ბოსტნეული.
როგორ მზადდება მაწვნის საკმაზი: ძალიან მარტივია - მაწონს ვუმატებთ ცოტა მდოგვს, მარილს და კარგად ავთქვეფთ.
ეს დიეტა მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში შეგიძლიათ გააკეთოთ. ამ დროში, როგორც წესი, 5 კილოგრამამდე წონის დაკლებას შეძლებთ. დადებითი მხარე ისაა, რომ დიეტის შემდეგ დაკლებულ წონას არ ინაზღაურებთ.
დიეტის ზოგადი წესები: საკვების მიღებებს შორის ახლდაგამოწურული წვენის დალევა შეგიძლიათ. კარგი იქნება, თუ წვენს ანადუღარი წყლით გააზავებთ. ხორცი შეგიძლიათ მიირთვათ დღეში ერთხელ, მხოლოდ მოხარშული სახით.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა