We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ივნისის პარფიუმერული სიახლეები

_from blog_:
_June_ 16, 2014
_by_ Anika
მიმაჩნია, რომ ყველა სეზონს თავისი არომატები ახლავს, რომელიც წელიწადის ამ დროს კიდევ უფრო მძაფრს, თავისებურსა და უნიკალურს ხდის. ზაფხულისთვის დამახასიათებელი სურნელები, როგორ წესი, ყვავილოვანი ან ზღვის ჰაერივით გრილი და მომაფხუზლებელია. მოკლედ, გემოვნებას და განწყობას გააჩნია, თორემ სასურველი არომატი ყველასთვის მოიძებნება. მოდით, ივნისის თვის ახალი პარფიუმერიას გავეცნოთ.

Eaudemagnolia

Eau de Magnolia, Editions de Parfums Frederic Malle - ცნობილი პარფიუმერი კარლოს ბენაიმი არაერთი ცნობილი სახლისთვის ქმნის სუნამოებს. Giorgio Armani, Givenchy, Calvin Klein და Prada-სთვის შექმნილი კომპოზიციების გარდა, ფრედერიკ მალის ბრენდის დამაარსებელთან ერთად მაგნოლიას ყვავილზე შექმნილი არომატისთვის იდეალურ ფორმულას 4 წლის განმავლობაში არჩევდა. ამ ძიების შედეგად საბოლოოდ ახალი, ყვავილოვანი სურნელი მივიღეთ, რომელსაც ბერგამოტის ციტრუსოვანი და პაჩულის და ცაცხვის მყარი ნოტები გასდევს.

MD_Jo_Malone

ვისაც ზაფხულში ტკბილ არომატებში გახვევა გიყვართ, მაშინ ჯო მალუნის Silk Blossom Jo Malone აუცილებლად უნდა გამოსცადოთ. ვარდის, ჟასმინის, ბერგამოტის, გარგარის ნოტები და სიმძაფრისთვის დამატებული თეთრი წიწაკა - ტკბილი და მძაფრი არომატისთვის ალბათ, საკადრისი ჩამონათვალია.

GIVENCHY-1

L’Atelier de Givenchy, Givenchy - ამ კოლექციაში რამდენიმე ახალი სურნელი შევიდა. Neroli Originel უბერ დე ჟივანშის მიერ ოდრი ჰეფბერნისთვის შექმნილ კაბას, Ambre Tigre - რიკარდო ტიშის მიერ შექმნილ ცხოველურ პრინტებს, Cuir Blanc კი მოდის სახლის ცნობილ ტყავის ხელთათმანებს მიეძღვნა. შვიდივე კომპოზიცია პატარა, შავ თავსახურიან ფლაკონშია მოთავსებული.

boss

Boss Nuit Intense Pour Femme, Boss - როგორც სახელწდებიდან მიხვდებოდით, ახალი არომატი ინტენსიურობით გამოირჩევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იდეალური იქნება საღამოს წვეულებებისთვის. სურნელის შუაგულში ჟასმინის და იის ნოტები დომინირებს, რომელსაც მძაფრი და გამოკვეთილი ტკბილი თეთრი ატმის სურნელი დაემატა.

guil

ფრანგული პარფიუმერული სახლის გერლენის ცნობილ Terracotta-ს ხაზს (ჩვენ რომ ზაფხულში ლამაზი რუჯის ეფექტისთვის ვიყენებთ!) წელს 30 წელი უსრულდება, რის აღსანიშნავადაც გერლენის ლაბორატორიაში ყვავილოვანი კომპოზიცია Terracotta Le Parfum შეიმუშავეს, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით იქნება გაყიდვაში. ახალ სურნელში ჟასმინის, ილანგ-ილანგის, მუსკუსის და ვანილის ნოტები ჭარბობს.

სურნელოვან ზაფხულს გისურვებთ!

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_