წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ჯანსაღი ცხოვრების წესი "ბაკურიანის" წყალთან ერთად

ბლოგი:
აპრილი 25, 2013
ავტორი Anika
თბილი დღეების დადგომით თბილისში ჯერ ვერ დავიკვეხნით, მაგრამ ქუჩაში გასვლისას გაზაფხულის ფლუიდები რომ შეიგრძნობა, ეს ფაქტია, წვიმიანი თუ ქარიანი ამინდის მიუხედავად. ამ საგაზაფხულო და წინასაზაფხულო განწყობას, ხშირ შემთხვევაში, სპორტული/ჯანსაღი ცხოვრებისადმი ლტოლვა ერთვის თან: ზამთრის ცივ სეზონზე გაზარმაცებულები ნაუცბადევად გავიაზრებთ ხოლმე, რომ ამოძრავება, რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის დაკლება და ზოგადად, ფორმაში ჩადგომა არ გვაწყენდა. ჯანსაღი ცხოვრების წესი კი ყოველდღიურად მიღებული წყლის აუცილებელი დოზის გარეშე წარმოუდგენელია - ამაზე ადრეც არაერთხელ გვისაუბრია ანიკას ბლოგის მკითხველებთან: ოქროს წესი დღე-ღამის განმავლობაში 1.5-2 ლიტრი წყალი. ყველაზე ბეჯითები და ჯანსაღი ცხოვრების წესით უწყვეტად "ოკუპირებული" ადამიანები ამ ოქროს წესს მთელი წლის განმავლობაში იცავენ. აი, ნაკლებად მონდომებულებს და ზარმაცებს კი აუცილებლად თბილი თუ ცხელი დღეების დადგომა გვჭირდება საიმისოდ, რომ ყოველდღიურად წყლის რაოდენობის მიღება ვაკონტროლოთ. ბევრმა ისიც არ იცის, რომ წარმატებული დიეტის (თუ ზედმეტი კილოგრამებისგან გსურთ გათავისუფლება) მთავარი წინაპირობა, შიმშილი კი არა, არამედ დღე-ღამეში სავალდებულოდ (!) 2 ლიტრამდე წყლის მიღებაა. მოგახსენებთ, რატომაც:

1. დიეტის პირველ დღეებში წონაში სწრაფად ვიკლებთ, იმიტომ რომ ბლომად სითხეს ვკარგავთ. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით წყლის მიღება, ორგანიზმი რომ არ გამოიფიტოს;

2. ორგანიზმმა რომ კალორიები უკეთ დაწვას, ამისთვის აუცილებელია საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში, წონაში კლებაც უბრალოდ შენელდება;

3. კალორიების წვის დროს ორგანიზმი ტოქსინებს გამოყოფს, რომელთაგან გასათავისუფლებლადაც დიდი რაოდენობით წყალი გვესაჭიროება.

4. წყლისგან გამოფიტვა ორგანიზმში სისხლის რაოდენობის შემცირებას იწვევს. ამის შედეგად კუნთებს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდებათ, ჟანგბადის ნაკლებობა კი დაღლილობის შეგრძნებას მოგგვრით;

5. ჭამის დროს წყლის დალევას დადებითი ეფექტი აქვს: ასე გაცილებით ადრე იგრძნობთ თავს დანაყრებულად და რეალურად ნაკლები რაოდენობის საკვები გექნებათ მირთმეული.

თუ თქვენ აქტიურ სპორტულ ცხოვრებას მისდევთ, ასეთ შემთხვევაში წყლის რეკომენდებული დოზა იზრდება. ეს ზაფხულსაც ეხება, როცა სიცხის გამო, საათში ერთ ლიტრამდე სითხე შეიძლება დაკარგოთ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ წყალი დალიოთ არამარტო ვარჯიშის დროს, არამედ ვარჯიშის დაწყებამდე და მის შემდეგაც.

წყლის დასალევად, წყურვილის გრძნობას ნუ დაელოდებით - გვირჩევენ დიეტოლოგები. თუ თქვენ მოგწყურდათ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში წყლისგან გამოფიტვის პროცესი დაწყებულია. მნიშვნელოვანია, რომ წყლის დალევა ჩვევად აქციოთ, რასაც ყველა თავისებურად ახერხებს. საკუთარი მაგალითი შემიძლია გაგიზიაროთ და გითხრათ, რომ იმისათვის რომ ეს წესი ჩვევად მექცია, დაახლოებით ერთი კვირა დამჭირდა. ამაში კი “ბაკურიანის” წყლის 1.5 ლიტრიანი ბოთლი დამეხმარა, რომელსაც ყოველ დილით, სამსახურში მისვლამდე, ეზოს პატარა მარკეტში ვყიდულობდი.

602800_528234880554718_1555022973_n

წყლის ამდენ სახეობაში რატომ “ბაკურიანი”?! ახლავე მოგახსენებთ.

უმთავრესი ჩემთვის “ბაკურიანის” წყაროს წყლის უნიკალურობა იყო: პირველ რიგში, ის, რომ “ბაკურიანის” წყალში მარილების მინიმალური შემცველობაა და მეორეც ის, რომ ეს წყალი სიცოცხლისუნარიანობისათვის საჭირო დაბალანსებული მიკროელემენტების საუკეთესო ნაკრებია. იმის გააზრება, რომ წყლის მიღებით ორგანიზმისთვის აუცილებელი ყველა მინერალის ათვისება და წყლის ბალანსის სრულად აღდგენა შეგიძლია (“ბაკურიანის” წყალი საჭირო რაოდენობით შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, კალიუმს, მატრიუმს, ჰიდროკარბონატისა და სულფატის კომპლექსს), მერწმუნეთ, ძალიან კომფორტულია.

გარდა ამ სასარგებლო თვისებებისა, “ბაკურიანის” წყაროს წყალში მისი სასიამოვნო გემოც მხიბლავს: ტყუილად კი არ გვარწმუნებენ სპეციალისტები, რომ მაღალი ხარისხის მინერალურ წყალს გემრიელი და გამორჩეული გემო უნდა ჰქონდესო!

ამიტომაც, მიმაჩნია, რომ წყაროს წყალი “ბაკურიანი” საუკეთესოა წყურვილის “გემრიელად” მოსაკლავად და სხეულის წყლის ბალანსის აღსადგენად.

დღევანდელ პოსტს აქვე დავურთავ "ბაკურიანის" ახალ სარეკლამო რგოლს, სადაც ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილების" სოლისტს, ეთერ (პუსკა) გამსახურდიას იხილავთ: https://www.youtube.com/watch?v=pV03lJTq4jM

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა





მსგავსი ბლოგები