ბლოგი:
ოქტომბერი 08, 2016
ავტორი Anika
ჩემთვის ყოველთვის აქტუალურია და იმადვროულად თავსატეხიცაა, როგორ მოვახერხო ისე, რომ ჩემი ოჯახის წევრების საკვები რაციონი მაქსიმალურად შედგენოდეს ჯანსაღი საკვებისგან, განსაკუთრებით მტიკვნეული კი ეს საკითხი ბავშვებთან მიმართებაშია. დარწმუნებული ვარ, ჩემ მსგავსად, უამრავი დედის თავისი ტკივილია პოპკორნი, ტკბილეული, საკონდიტრო ნაწარმი და ათასგვარი სწრაფი კვების ობიექტებში გავრცელებული საკვები. დღევანდელ პოსტში მინდა გაგიზიაროთ ის სასარგებლო რჩევები (ამერიკელი ექიმები რჩევა-დარიგებები), რომლებიც ოჯახის წევრების ჯანსაღ საკვებთან დამეგობრებაში დაგეხმარებათ.
1. ბავშვებისთვი სახალისო პროცესად უნდა ვაქციოთ ახალი სახეობის ხილის ან ბოსტნეულის დაგემოვნება. საყიდლებზე წასვლისას, თავად შეარჩევინეთ რომელიმე ისეთი სახეობა, რომელიც მას ჯერ არ გაუსინჯავს, იყიდეთ და სახლში მოტანის შემდეგ შეეცადეთ, ერთად გაარკვიოთ, როგორ მოამზადოთ ის.
2. მიირთვით და შესთავაზეთ შვილებს ცეხვილი ფქვილის პროდუქტები, როგორიცაა ცეხვილი ფქვილის პური, ყავისფერი ბრინჯი, ჭვავის პური, შვრია.
3. შეძლებისდაგვარად გამოიყენეთ თხევადი მცენარეული ზეთი - ზეითუნის, მზესუმზირის, კანოლას, სიმინდის, სეზამის - კარაქის ნაცვლად.
4. მაქსიმალურად დაეხმარეტ თქვენს შვილებს, ჯანსაღი კვების ჩვევები შეძლებისდაგვარად ადრეულ ასაკში გამოიმუშაონ. ამისთვის, თქვენ თავად უნდა გახდეთ მათთვის მისაბაძი მაგალითი.
5. ქათმის ხორცი, თევზეული და პარკოსანი კულტურები კარგი არჩევანია ცილის მისაღებად. ქათმის ხორცს აუცილებლად უნდა მოაცილოთ კანი და შესამჩნევი ცხიმი.
6. ბავშვებს, ისევე როგორც დიდებს, ძალიან უყვართ სუსნაობა. ამიტომაც, როდესაც პატარებს სუსნაობის სურივლი შემოუტევთ, ძებნას უწყებენ ტკბილეულს, ფუნთუშეულს. თუ თქვენ მაცივარში მომზადებული გენებათ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ხილი და ბოსტნეული, რომელთან ლამაზ ჭურჭელში მოათავსებთ, ცოტა უმარილო ქიშმიშს, ნუშს, მიწისთხილს ან თხილს დაუმატებთ, იდეალური იქნება.
7. მაქსიმალურად შეეცადეთ საკვები ყველაზე ჯანსაღი გზით მოამზადოთ: ორთზლე, გრილზე, ღუმელში და ხარშვის მეთოდით და მინიმალურად გამოიყენეთ ცხიმში შეწვა.
8. ნუ გააჩერებთ სახლში ქარხნულ წვენებს, გაზიან სასმელს - წყალი ყველაზე ჯანსაღი არჩევანია, განაკუთრებით თუ ეს წყაროს წყალი იქნება.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა