წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ჯანსაღი კვების შესახებ: კარაქი თუ მარგარინი?!

ბლოგი:
ნოემბერი 01, 2014
ავტორი Anika
კარაქიანი პური და ზემოდან გადასმული ნატურალური თაფლი ჩემი ბავშვობის სიყვარულია. ეს ის მანკიერებაა, რომელიც დღემდე შემომრჩა და რომელსაც ხანდახან მალულად „მივეპარები“ ხოლმე. სიტყვა „მანკიერი“ არა მხოლოდ დიდი რაოდენობით კალორიების შიშის გამო ვახსენე, არამედ უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ კარაქი დიდი რაოდენობით ნაჯერ ცხიმს შეიცავს (saturated fat-ს რასაც უწოდებენ). წლების წინ, მცდელობა მქონდა, კარაქის ჩამნაცვლებელი შედარებით ჯანსაღი პროდუქტი მომეძებნა და ამ ძიებაში მარგარინს მივადექი - ხვდებით, ალბათ, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღე მაშინ. საბედნიეროდ, ამას მალევე მივხვდი და მარგარინთან ჩემი ურთიერთობა სწრაფადვე დავასრულე. ამ დილემაში მარტო არ ვარ: კარაქი-თუ-მარგარინი დებატები ნუტრიციოლოგების ერთ-ერთი საყვარელი თემაა, რასთან დაკავშირებითაც სამწუხაროდ ერთიანი პოზიცია არ არსებობს და ექიმები ამ საკითხს განსვავებული პოზიციებიდან აფასებენ.

და მაინც, კარაქი თუ მარგარინი? თუმცა, კითხვის არსი მდგომარეობას არა იმაში, თუ რომელი უფრო ჯანმრთელი არჩევანია, არამედ იმაში, თუ რომელი უფრო ნაკლებად ვნებს ორგანიზმს - სამწუხაროდ, ექიმების და ნუტრიციოლოგების დასკვნები სწორედ ამ მიმართულებით მიდის. და ამერიკელი სპეციალისტების დასკვნებს თუ გადავხედავთ, დიდი ნაწილი არჩევანის შეჩერებას კარაქზე გვირჩევს.

მოკლედ, რა უნდა ვიცოდეთ: კარაქი და მარგარინი დაახელოებით ერთი და იმავე რაოდენობის კალორიებს შეიცავს და ცხიმების ჯამური რაოდენობაც მსგვასია - ერთი სუფრის კოვზზე დაახლოებით 100 კკალ. და 11-12 გრამი ცხიმი. თუმცა, მთავარი განსხვავება ცხიმების კატეგორიაშია: რომელი პროდუქტი რა ტიპის ცხიმს შეიცავს. მარგარინი კარაქთან შედარებით უფრო დიდი რაოდენობით შეიცავს ანთებისსაწინააღმდეგო ჯანსაღ მონო და პოლიუჯერ ცხიმებს, მაშინ როდესაც კარაქი მეტწილად ნაჯერი ცხიმებისგან შედგება. ნაჯერი ცხიმი კი თავის მხრივ, გულის პრობლემებთან, ქოლესტერინთან არის ასოცირებული.

butter-vs-margarine

თუმცა, ნუტრიციოლოგების თქმით, ნაჯერი ცხიმების ასეთი მაღალი შემცველობის მიუხედავად, კარაქი მაინც ამარცხებს მარგარინს ამ ორთაბრძოლაში და აი რატომ: მარგარინის ბრენდების დიდი ნაწილი ნაჯერ ცხიმებზე გაცილებით საშიშ, ე.წ. ტრანსცხიმებს (trans fat) შეიცავს. ექიმების თქმით, ეს ტრანსცხიმები ყველაზე ნეგატიურ გავლენას ახდენენ გულის ჯანმრთელობაზე და გაცილებით სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლიათ, ვიდრე ნაჯერ ცხიმებს.

დასკვნა: არცერთია იდეალური. საუკეთესო ვარიანტში ორივეზე უარის თქმა ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება იქნებოდა. მაგრამ თუ არ გამოგდით და პერიდულად ჩემ მსგავსად, თქვენც გაკითხავენ „კარაქიანი-და-თაფლიანი-პურის-დემონები“, მაშინ მაინც ხარისხიანი კარაქის ალტერნატივა სჯობს.

ჯანმრთელობას და სილამაზეს გისურვებთ,

ანიკა

მსგავსი ბლოგები