ბლოგი:
ივლისი 18, 2016
ავტორი Anika
აიურვედა, ტიბეტური მედიცინა და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების აღმოსავლური შემეცნება ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესის სფერო იყო, ამიტომაც, დღევანდელ პოსტში, მინდა ცნობილი ტიბეტელი ექიმის საინტერესო და სასარგებლო რჩევები გაგიზიაროთ ჯანსაღად კვებასთან დაკავიშირებით, რომელთაც ინტერნეტში წავაწყდი.
1. მიუხედავად იმისა, თუ რა სახის საკვებს იღებთ, პროპორციის დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს. ექიმი კუჭის პირობითად 4 ნაწილად გაყოფას გვთავაზობს: 2/4-ს საკვებს ვუთმობთ, 1/4-ს სითხეს, ხოლო დარჩენილ 1/4-ს ცარიელს ვტოვებთ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ სულ მცირედი დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დავიტოვოთ ხოლმე სუფრიდან ადგომისას, თავი ზედმეტად დანაყრებულად არ ვიგრძნოთ.
2. თავდაპირველად ისეთი საკვები უნდა მივიღოთ, რომელიც უფრო სწრაფად და მარტივად გადამუშავდება ორგანიზმის მიერ, შემდეგ უკვე შედარებით მძიმე საკვებზე გადავიდეთ. ამიტომაც ბევრგან მოისმენთ რჩევას იმის თაობაზე, რომ ხილი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე უნდა მივირთვათ და არა მის შემდეგ, ასე ტოქსინების წარმოქმნას ავიცილებთ თავიდან.
3. დილით უმჯობესია თბილის საკვების მიღება (ფაფა), სადილზე ცილები (ხორცი), ვახშამზე კი მსუბუქად მოთუშული ბოსტნეული, პირობითად. ვახშმის შემდეგ არავითარ შემთხვევაში არ დაიძინოთ, ცოტა ხანი იმოძრავეთ და იყავით ფიზიკურად აქტიური.
4. აუცილებლად დაიცვით გონივრული ინტერვალი კვებებს შორის - იდეალურ შემთხვევაში ეს 4-საათიანი ინტერვალია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზმში შლაკები წარმოიქმნება და ენერგია იკარგება. ხშირ-ხშირად წასუსნავებით რეალურად, ორგანიზმს ვატყუებთ: ის იწყებს ახალი საჭმლის მონელებას ისე, რომ ჯერ კიდევ წინა კვების შედეგები არ აქვს სრულად მონელებული. ამის შემდეგად საჭმლის მონელება რთულდება და წარმოიქმნება შლაკები. თუ წასუსნავება ძალიან მოგინდებათ, დალიეთ წყალი ან ჩაი.
5. და ბოლოს, წყლის მიღების მნიშვნელობაზე. წყალი უნდა მივიღოთ სწორად, რაც იმას ნიშნავს, რომ წყაროს წყალს და ანადუღარ წყალს განსხვავებული თვისებები აქვთ. ცხელი, ანადუღარი წყალი ადვილად მოსანელებელია, ახდენს საჭმლის მოუნელებლობით გამოწვეული არაერთი დაავადების პრევენციას - ასეთი წყლის მიღება დილით უზმოდ არის რეკომენდებული საჭმლის მომნელებელი სისტემის გასაწმენდად. შეგიძლიათ ერთი კოვზი თაფლი დაამატოთ. კვების შემდეგ ანადუღარი, ცხელი წყლის დალევა საჭმლის მონელებას შეუწყობს ხელს.
გაციებული, ანადუღარი წყალი კარგად აქრობს წყურვილის გრძნობას, ამსუბუქებს საჭმლის მონელებას. მნიშვნელოვანია, რომ საკვების მიღებიდან ერთი საათი იყოს გასული, ვიდრე ასეთ წყალს დავლევთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა