ბლოგი:
ნოემბერი 24, 2016
ავტორი Anika
ზამთრის და სიცივის მოსვლასთან ერთად დღის კვების რაციონის გაკონტროლება და დაბალანსება სულ უფრო მეტად მიჭირს ხოლმე. ამ დროს განსაკუთრებით რთულია ხოლმე ხასხასა ფოთლოვან ბოსტნეულზე "აინთო" და ნაირ-ნაირი სალათების კეთება მოგინდეს, ზამთარი კი ისეთი დროა, როცა ვირუსული ინფექციების რაოდენობა მატულობს, ჩვენი იმუნიტეტი შედარებით ქვეითდება და სწორედ ამ დროს გვჭირდება განსაკუთრებული ყურადღება, მობილიზება და ვიტამინებით და მინერალებით მდიდარი საკვების მიღება. ამიტომაც, დაგეგმა ერთადერთი გამოსავალია: საჭირო ბოსტნეულის წინასწარ ყიდვა ისე, რომ მთელი კვირის განმავლობაში გეყოს, დახარისხება, გამზადება და მაცივარში შენახვა. ვისაც არ ეზარება და შეუძლია ყოველ ღამით მომდევნო დღის სალათი საგულდაგულოდ მოამზადოს, მაშინ ამ მეთოდსაც შეგიძლიათ მიმართოთ - მე ეს სამწყხაროდ არ გამომდის, ამიტომაც ერთკვირინი სამზადისი ჩემთვის იდეალური არჩევანია.
რა გვესაჭიროება ამისთვის?
პირველ რიგში, ხარისხიანი კონტეინერები. პლასტმასის კონტეინერის შემთხვევაში კარგად უნდა დარწმუნდეთ, რომ არ შეიცავს ბისფენოლს, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიში ინგრედიენტია და სამზარეულოს შემთხვევაში მისი გამოყენება კატეგორიულად არ არის რეკომენდებული. საუკეთესო ვარიანტი შუშის კონტეინერები იქნება, რამდენიმა პატარა ზომის კონტეინერი.
პირველ ეტაპზე სალათის ფოთლები გავამზადოთ - რა სახეობას გიყვართ, იმის მიხედვით. კარგად გარეცხილი და გამშრალი ფოთლები კონტეინერების ფსკერზე მოვათავსოთ.
მეორე ფენა იქნება ბოსტნეული, მარცვლეული და ხილი: სტაფილო, კიტრი, პომიდორი ჩერი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო, ბულგარული წიწაკა. მარცვლეულს რაც შეეხება, შეგიძლიათ ლობიოს მარცვლები ან თურქული ბარდას მარცვლები შეარჩიოთ. ვისაც სიმინდი უყვარს, სიმინდის მარცვლებს გამოიყენებს. ხილი ალბათ, ყველაზე მინიმალურად იქნება ასეთ სალათში - ამ შემთხვევაში ყურძნის მარცლვლებს ან კენკრას თუ ჩაამატებთ.
ამის შემდეგ ვამატებთ უკვე ცილოვან პროდუქტებს: მოხარშული ან გრილზე შემწვარი ქათმის ფილე, მაგრად მოხარშული კვერცხი, კუბებად დაჭრილი ყველი ან ფეტა მოყრილი ზემოდან. შეგვიძლია ასევე ყავისფერი ბრინჯი დავამატოთ ან კუსკუსი ან წიწიბურა - ეს მხოლოდ 3 დღის კონტეინერს დავამატოთ. სამი დღის შემდეგ უკვე დარჩენილ კონტეინერებში ჩავამატებთ ცილოვან ინგრედიენტებს, სადაც ასევე შეგვიძლია თხილეული და ავოკადო გამოვიყენოთ.
ბოლო ეტაპია უკვე ზეთის, ძმრის თუ სანელებლების გამოყენება, რაც წინასწარ არ კეთდება და კონკრეტულად კვების წინ უნდა გავაკეთოთ.
მოკლედ, სცადეთ და იქნებ თქვენს ჩემს მსგავსად შეძლოთ ზამთრის მოღუშულ რაციონში ხალისიანი სალათების შეტანა.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა