We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

ჯანსაღი სასუსნავები, რომლებიც ცხობას არ საჭიროებენ

_from blog_:
_June_ 20, 2017
_by_ Anika
დღევანდელ პოსტში მინდა ჯანსაღი სასუსნავები შემოგთავაზოთ, რომლებიც ძალიან პრაქტიკულია იმ თვალსაზრით, რომ ღუმელში გამოცხობას არ საჭიროებენ+ნოყიერია+ტკბილის მოთხოვნილებას დაგიკმაყოფილებთ+სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის+ენერგიას მოგცემთ, რის გამოც თავისუფლად შეგიძლიათ ვარჯიშამდე ან ვარჯიშის შემდეგ მიირთვათ.

1. ერთი ჭიქა ნედლი ნუში, იმავე რაოდენობის ქიშმიში და ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი დიდი ზომის საკვებ მიქსერში მოვათავსოთ და მსხვილი დანით დავაქუცმაცოთ, სანამ პასტისმაგვარ მასად არ იქცევა. დავუმატოთ 10 ცალი წვრილად დაჭრილი გარგარის ჩირი და ნახევარი ჭიქა ქოქოსის ფანტელი და 30 წამი ისევ ჩავრთოთ მიქსერი. ამოვიღოთ მიღებული ცომი და პოლიეთილენის პარკით დაფარულ საჭრელ დაფაზე მოვათავსოთ. ოთხკუთედი ფორმა მივაღებინოთ ცომს, გადავაფაროთ თავისივე პარკი და 20-30 წუთით საყინულეში შევდგათ. საყინულედან გამოღების შემდეგ 25 კვადრატულ ნაჭრად დავჭრათ და მივირთვათ. თითოეულ ნაჭერს საშუალოდ 59 კკალ-ს შეიცავს. უჯრედისით და ცილებით მდიდარი ეს სასუსნავო იდეალურია ვარჯიშამდე ცოტა ხნით ადრე მისართმევად.

Chocolate-Raspberry-Protein-Balls

2. შოკოლადის და ჟოლოს პროტეინის ბურთულები - ერთი ჭიქა მსხვილმარცვლოვან შვრიას, იმავე რაოდენობის ქეშიუს თხილს, 35 გრამ პროტეინის ფხვნილს, 8 ცალ ფინიკს, 1/3 ჭიქა კაკაოს და 1/4 ჩაის კოვზ მარილს ვათავსებთ საკვებ მიქსერში და მსხვილი დანით დავაქუცმაცებთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დავუმატებთ ერთ ცალ მწიფე ბანანს და ისევ ჩავრთვათ მიქსერს. მიღებული მასისგან 25 ცალ ბურთულას დავამრგვალებთ. ცალკე ნახევარ ჭიქა გაყინულ ჟოლოს მოვათავსებთ საკვებ მიქსერში და მიღებულ ჟოლოს ფხვნილში ამოვავლებთ ბურთულებს სათითაოდ. ასე დამზადებული ბურთები თავდახურული კონტეინერით მაცივარში 6-7 დღე შეგვიძლია შევინახოთ.ჟოლოს და შოკოლადის ბურთულები იდეალურია ვარჯიშის შემდეგ მისართმევად.

ae5a51618c6af55a_ice-cream-cupcakes-final

3. გაყინული მაწვნის ციცქნა კექსები იდეალურია ზაფხულის ცხელ დღეებში გასაგრილებლად - თანაც, თითო ასეთი კექსი მხოლოდ 30 კკალ-ს შეიცავს და საკმარისი ოდენობით ცილებითაც ამარაგებს ორგანიზმს. კექსების მოსამზადებლად დაგვჭირდება 300 გრამამდე მაწოვი, 8 ცალი მარწყვი ან წონით იმავე ოდენობით ჟოლო, ნახევარი მჭიფე ბანანი და ერთი ჩაის კოვზი შოკოლადის პატარა ნატეხები. 12 ცალ პატარა ზომის კექსის ფორმას ლანგარზე მოვათავსებთ, თითოეულ ფორმას ნახევრამდე ავავსებთ მაწვნით. დავაბლენდერებთ მარწყვს/ჟოლოს და ბანანს და ერთ კოვზ ხილის პიურეს დავამატებთ კექსის ფორმას. კოვზით ავიღებთ დარჩენილ მაწონს და ისევ დავაკუპებთ ზემოდან ფორმას. ბოლოს მოვაყრით რამდენიმე შოკოლადის ბურთულას. შევდგამთ კექსის ფორმებს საყინულეში სულ მცირე ერთი საათით.

_OTHER BLOGPOSTS_