წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

ჯანსაღი სმუზები წონაში დასაკლებად

ბლოგი:
თებერვალი 24, 2017
ავტორი Anika
სმუზი ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულების საუკეთესო მეგობარია რამდენიმე მარტივი მიზეზის გამო:

- უმარტივესი მოსამზადებელია;

- მისი მომზადება 2-3 ინგრედიენტითაც არის შესაძლებელი;

- სათანადოდ შერჩეული ინგრედიენტების წყალობით, საკმაოდ ნოყიერი შეიძლება იყოს და შიმშილისგან დიდი ხნით გაგათავისუფლოთ;

- მდიდარია უჯრედისით, ვიტამინებით და მინერალებით;

- გვეხმარება წონაში კლებაში და ზედმეტი ცხიმისგან გათავისუფლებაში.

დღევანდელ პოსტში რამდენიმე სწორედ ასეთი სმუზის რეცეპტი მინდა გაგიზიაროთ, რომელიც ორგანიზმის გაჯანსაღებასთან ერთად, მას ზედმეტი წონის დაკლებაში და მუცლის ზონაში არსებული ცხიმების შემცირებაში ეხმარება. მონოუჯერი ცხიმების და ხილის კომბინაცია სწორედ რომ მუცლის ჯიუტ ცხიმოვან ზონაზე არის მიმართული.

02-mango-COMP-460292

1. მანგოს სმუზი - მის მოსამზადებლად მანგოს 1/4 (კუბებად დაჭრილი), 1/4 ავოკადო (დაჭყლეტილი), ნახევარი მანგოს წვენი, 1/4 ჭიქა მაწონი, ერთი სუფრის კოვზი ლაიმის წვენი, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და რამდენიმე ყინულის კუბი დაგვჭირდება. ყველაფერს ბლენდერში ჩავყრით და ერთ წუთში მზადაა. ამ სმუზის ერთი ულუფა 298 კკალ-ს, 5 გრამ პროტეინს, 55 გრ. ნახშირწყლებს და 9 გრამ ცხიმს შეიცავს.

2. მოცვის სმუზი - ერთი ჭიქა უცხიმო რძე, ერთი ჭიქა გაყინული უშაქრო მოცვი, ერთი სუფრის კოვზი სელის ზეთი (ან დაფქული სელის მარცვლები) ჩავყაროთ ბლენდერში და ერთ წუთში მზად იქნება. ერთი ულუფა 284 კკალ-ს, 9 გრამ პროტეინს, 29 გრამ ნახშირწყლებს, 4 გრამ უჯრედისს და 14.5 გრამ ცხიმს შეიცავს.

3. არაქისის კარაქის და ბანანის სმუზი - ნახევარი ჭიქა უცხიმო რძე, ნახევარი ჭიქა მაწონი, 2 სუფრის კოვზი უმარილო არაქისის კარაქი, 1/4 ძალიან მწიფე ბანანი, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და რამდენიმე კუბი ყინული დავაბლენდეროთ და მივირთვათ. ერთ ჭიქა ასეთ სმუზში 366 კკალ, 18 გრამი პროტეინი, 40 გრამი ნახშირწყლები, 3 გრამი უჯრედისი და 16.5 გრამი ცხიმია.

4. ლიმონის და ფორთოხლის სმუზი - ერთი ჭიქა სოიოს რძე, 20 გრამი მაწონი, ერთი საშუალო ზომის ფორთოხალი (გათლილი და ნაჭრებად დაჭრილი), ყინულის კუბები, ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, ერთი სუფრის კოვზი სელის ზეთი დავაბლენდეროთ და მივირთვათ. ერთი ულუფა ასეთი მომზადებული სმუზი 420 კკალ-ს, 18 გრამ პროტეინს, 3 გრამ უჯრედისს, 14 გრამ ცხიმს შეიცავს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები