ბლოგი:
აგვისტო 22, 2013
ავტორი Anika
ჯუსინგი, როგორც მიხვდით, ამერიკელების გამოგონილი ტერმინია (juicing) და ორგანიზმის წვენებით დეტოქსიკაციას გულისხმობს. ამ მიმართულებით პოპულარობის მასშტაბები უკეთ რომ წარმოიდგინოთ, აშშ-ს მაგალითს მოგიყვანთ, სადაც ახლადგამოწურული წვენების ინდუსტრიის ყოველწლიური ბრუნვა 5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ამ ტალღამ დასავლეთიდან ნელ-ნელა აღმოსავლეთისკენაც გადმოინაცვლა და წვენების დიეტა/განტვირთვა ევროპაშიც მყარად იკიდებს ფეხს.
ჯუსინგის პოპულარიზებას არაერთი ცნობილი ადამიანის მიერ მისმა მიმდევრობამაც შეუწყო ხელი: ჯანსაღი ცხოვრების წესის პიონერი გვინეტ პელტროუ, სარა ჯესიკა პარკერი, სელმა ჰაიკი და ბლეკ ლაივლი წვენებით განტვირთვის თვალსაჩინო მოყვარულები არიან. ჯენიფერ ანისტონის საფირმო დეტოქს-მიქსი კი თურმე, კიტრის, ჭარხლის, ისპანახის, კომბოსტოს, ნივრის, კოჭას, სტაფილოს და ნიახურის წვენისგან შედგება.
არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ახლადგამოწურული წვენების მეშვეობით წონაში ეფექტურად შეგვიძლია დავიკლოთ: ისინი მცირე რაოდენობით შეიცავენ კალორიებს, ორგანიზმი ადვილად ახერხებს მათ შეწოვას და რაც მთავარია, არ შეიცავენ ცხიმებს. ამ ყველაფერთან ერთად, თუ ხილი და ბოსტნეული სეზონურიცაა, თქვენ იმავდროულად ვიტამინების, მინერალების და ანტიოქსიდანტების საკმაოდ მსუყე დოზასაც იღებთ, რის გამოც, თქვენი ორგანიზმი მადლობელი დაგრჩებათ. ჯუსინგის პრაქტიკოსები ამტკიცებენ, რომ ორგანიზმის რადიკალურ წმენდასთან ერთად, განტვირთვის დღეების განმავლობაში თქვენ თავის ტკივილებისგან, უძილობისგან და კანის პრობლემებისგანაც შეძლებთ განთავისუფლებას. და ბოლოს, დეტოქსის ფსიქოლოგიური მხარე - როგორც ამბობენ, ის სიმსუბუქის განსაკუთრებულ შეგრძნებას მოგგვრით და საკუთარი სხეულის მაკონტროლებლადაც გაგრძნობინებთ თავს.
ამ ყველაფერს კი მეორე, უკიდურესი და საგანგაშო მხარეც აქვს - ჯუსინგის ხანგრძლივად, კვირების და თვეების განმავლობაში გამოყენება, რასაც დიეტოლოგიის ახალ ფენომენამდე, ჯუსორექსიამდე (ჯუსინგის და ანორექსიის მიქსი) მივყავართ. ეფექტურობის მიუხედავად, ჯუსინგს არაერთი გვერდითი მხარეც აქვს:
ამ ფაქტების შემდეგ, დასკვნები თავად გამოიტანეთ, მაგრამ ექიმების რჩევას მაინც შემოგაშველებთ: ჯუსინგის დროს მთავარია ზომიერება - რამდენიმე დღიანი დეტოქსი ასეთ შემთხვევაში სრულიად საკმარისი იქნება სასურველი ეფექტის მისაღწევად. თანაც ამ ყველაფერს ისე მიაღწევთ, რომ ჯანმრთელობასაც არ მიაყენებთ ზიანს.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა

- ხილში და ბოსტნეულში შემავალი შაქრის ხარჯზე ისინი ენერგიის უცბად მოზღვავებას იწვევენ, რასაც შიმშილის მძაფრი შემოტევა, თავბრუხვევა და ზოგადი სისუსტე მოსდევს;
- მათი მჟავიანობის გამო, არ არის რეკომენდირებული გასტრიტის და წყლულის მქონე ადამიანებისთვის ჯუსინგის მიმდევრობა;
- ვინაიდან ორგანიზმი საჭირო რაოდენობით უჯრედისს ვერ იღებს, გარკვეული დროის შემდეგ ქოლესტერინის დონე მატულობს და იწყება ყაბზობა;
- ორგანიზმი განიცდის ცილების, კალციუმის და D ვიტამინის ნაკლებობას;
- ამ დროს, სისხლში ინსულინის დონე მაღლა იწევს, რის გამოც კოლაგენის და ელასტინის გამომუშავება ფერხდება, შედეგად კი კანი შრება და ნაადრევი ნაოჭებიც ადვილად წამოყოფენ თავს;
- ორკვირიანი წვენების დეტოქსის შემთხვევაშიც კი, არსებობს სათანადო სტატისტიკა, რომ 3 თვის თავზე, თმბის ცვენა იწყება;
- და ბოლოს, ასე რადიკალურად დაკლებული კილოგრამების მალევე ანაზღაურების რისკი საკმაოდ მაღალია.