წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

კაკაოს ზეთზე დამზადებული თმის ნიღბები

ბლოგი:
ნოემბერი 29, 2015
ავტორი Anika
კაკაო და მისგან დამზადებული პროდუქტები განსაკუთრებული გასტრონომიული ღირსებების გარდა ეფექტურად გამოიყენება მედიცინაში და კოსმეტოლოგიაში. ეს მცენარეული პროდუქტი მდიდარია რკინით, კალციუმით, იოდით, მაგნიუმით და ჰიპოალერგიულიცაა, რის გამოც ბავშვებისთვისაც უვნებელია. მას აღდგენის უნარი გააჩნია, რის გამო ხშირად მოიხმარენ ნაწიბურების მოსაშუშებლად, პიგმენტაციის და სტრიების პრობლემების მოსაგვარებლად. კოსმეტოლოგიური მიზნებით გამოყენებული კაკაოს ზეთი კი კანის, ფრჩხილების, თმის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. დღეს თმის მოვლაზე ვისაუბრებთ და რამდენიმე ნიღაბს შემოგთავაზებთ თმის ცვენის შესაჩერებლად, ზოგადად, თმის მბზინვარებისთვის და გასამაგრებლად.

თმის გასამაგრებელი ნიღაბი - 2 სუფრის კოვზ როზმარინს დავასხათ 100 მლ. მდუღარე წყალი და ნახევარი საათით გავაჩეროთ. ცოტა რომ შეგრილდება მარლით გადავწუროთ. 2 სუფრის კოვზი შემთბარი კაკაოს ზეთი (აფთიაქებში იყიდება) დავუმატოთ როზმარინის ნაყენს და მიღებული სითზე თმის ძირებში და ღერებში შევიზილოთ, შემოვიხვიოთ პოლიეთილენის პარკი, გარედან პირსახოცი და 2 საათი გავიჩეროთ. ნიღაბი შამპუნით ჩამოვიბანოთ. სასურველი შედეგის მისაღებად საჭიროა 10-12 ასეთი პროცედურის ჩატარება. კვირის განმავლობაში რეკომენდირებულია მაქსიმუმ 2 ნიღბის გაკეთება.

თმის მბზინვარების გასაძლიერებელი ნიღაბი - 2 სუფრის კოვზ შემთბარ კაკაოს ზეთს დავუმატოთ 2 სუფრის კოვზი თალგამის (Brassica Rapa; Репейное масло - ასეთი დასახელებით იყიდება აფთიაქებში) ზეთი, ასევე 5 წვეთი A და E ვიტამინები (თხევადი). მიღებული მასა თმის ძირებში და ღერებზე გადავინაწილოთ, შემოვიხვიოთ პოლიეთილენის პარკი და შემდეგ პირსახოცი. ნიღაბს 2 საათის შემდეგ შამპუნით ჩამოვიბანთ. კურსის სახით ვიკეთებთ 12 პროცედურას, შემდეგ ერთი თვე ვისვენებთ და ისევ ვიმეორებთ. ვისაც გამოცდილი აქვს, ამტკიცებს, რომ თმა ამის შემდე ელასტიური, მბზინავი და დამყოლი ხდება.


თმიც ცვენის საწინააღმდეგო ნიღაბი - ამ შემთხვევაში, ერთ სუფრის კოვზ კაკაოს ზეთს კარგად ვაცხელებთ და ანალოგიური რაოდენობის თალგამის ზეთს, ერთი კვერცხის გულს და ერთ სუფრის კოვზ კეფირს ვამატებთ. მასას კარგად ავურევთ, თმის ძირებში და ღერებზე გადავინაწილებთ. როგორც ზემოთ, აქაც ვიყენებთ პოლიეთილენის პარკს და პირსახოცს და ვიჩერებთ 2 საათით. სასურველი ეფექტისთვის საჭიროა 15 პროცედურის ჩატარება.


მომდევნო პოსტამდე,


ანიკა

მსგავსი ბლოგები