ბლოგი:
თებერვალი 22, 2015
ავტორი Anika
ანიკას ბლოგის მკითხველებმა უკვე რა ხანია იციან, რომ კანის ჯანმრთელი და ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი კანის დატენიანებაა, როგორც შიგნიდან (დღის განმავლობაში 2 ლიტრი წყლის მიღებით), ასევე გარედან, სხვადასხვა დამატენიანებელი საცხების, შრატების თუ სალონის პროცედურების მეშვეობით. თუმცა, აუცილებელია ყველამ კარგად იცოდეს, რა ტიპის დატენიანება ესაჭიროება მის კანს ასაკის გათვალისწინებით, რაზეც დღევანდელ პოსტში ვისაუბრებთ.
დერმატოლოგების თქმით, 20 წლის ასაკში კანი ფაქტობრივად თავად გამოიმუშავებს ყველაფერს, რაც მას ესაჭიროება და შეიძლება ითქვას, ბიოლოგიური აქტივობის პიკში იმყოფება. ამ პერიოდში უსიამოვნებები შეიძლება გაჩნდეს სხვადასხვა სახის გამონაყარის და მიკროანთებების სახით, ამიტომაც მნიშვნელოვანია, სათანადოდ დავიცვათ კანის სისუფთავე და მასთან დაკავშირებული ჰიგიენა. რაც შეეხება დატენიანებას, ამ ეტაპზე უნდა მოხდეს ჰიდროლიპიდური გარსის და ბუნებრივი დაცვის შენარჩუნება, რომლსაც ტენიანობის შეკავების უნარი აქვს. რას ვშვებით ამ პერიოდში: ვასუფთავებთ, დატენიანებთ და ვიცავთ კანს. კოსმეტოლოგები გვირჩევენ, უპირატესობა მსუბუქი ტექსტურის მქონე საცხებს და გელს მივანიჭოთ, რომლებიც მომენტალურად იწოვებიან კანში, კომფორტის შეგრძნებას გვანიჭებენ და არავითარ საეჭვო მბზინვარებას არ ტოვებენ კანზე.
კანის წყლის რეზერვების უდიდესი ნაწილი ღრმად არის დერმაში მოთავსებული, ხოლო ეპიდერმისის ნაწილში სითხის მხოლოდ 15%-ია განლაგებული. 30 წლის ასაკისთვის კანს უკვე ნელ-ნელა აღარ ყოფნის ტენიანობა, კარგავს სირბილეს და ელასტიურობას. ამ ყველაფერს კი თავის მხრივ, ნაადრევი ნაოჭების გაჩენასთან, კანის აქერცვლასთან და გაღიზიანებებთან მივყავართ. მოკლედ, ამ დროს კანს წყალი ესაჭიროება.
30 წლის ასაკში ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ ღრმა დატენიანებაზე საიმისოდ, რომ კანი ნაადრევი დაბერებისგან დავიცვათ და კომფორტულად ვიგრძნოთ თავი. კოსმეტოლოგების თქმით, დამატენიანებელ საცხთან ერთად ამ დროს შეგვიძლია დამატებით შრატის გამოყენებაც დავიწყოთ - ეს უკანასკნელი არამხოლოდ უფრო სწრაფად მოქმედებს, არამედ უფრო ღრმადაც აღწევს კანში. შრატის გამოყენება დილით, დღის საცხის ქვეშ არის რეკომენდირებული. ამასთან, კარგი იქნებოდა ნელ-ნელა სალონის პროცედურების გამოცდაც: მასაჟი და ნიღბები.
40 წლის ასაკისთვის ორგანიზმში გაცვლითი პროცესები ნელდება, სახის კონტური სიმკვეთრეს კარგავს და რიგ შემთხვევებში, ტუჩის კუთხეებიც ოდნავ ქვემოთ იწევა - არაფერი სასიამოვნო. ამ დროისთვის, კანი მგრძნობიარე და სიმშრალისკენ მიდრეკილი ხდება. ამიტომაც, ის ინტენსიურად უნდა დავატენიანოთ, ვკვებოთ და ასე გადავავადოთ დაბერება.
შესაბამისად, 40 წლიდან მოყოლებული, კანის ზომიერი დატენიანებიდან უკვე სერიოზულ და მულტიფუნქციურ პრეპარატებზე უნდა გადავიდეთ. ამ ასაკში საცხი კანს არამხოლოდ უნდა ატენიანებდეს, არამედ დაბერებასაც ეფექტურად უნდა ებრძოდეს: კოსმეტოლოგები გვირჩევენ, ინტენსიურად გამოვიყენოთ ანტიოქსიდანტები, უზრუნველვყოთ ლიფტინგი, მოვახდინოთ ნაოჭების გაჩენის პრევენცია. მოდუნებული და გამომშრალი კანის შემთხვევაში 40 წლისთვის უკვე მეზოთერაპიაზეც შეიძლება გადასვლა.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა