ბლოგი:
ივნისი 19, 2013
ავტორი Anika
ცნობილი ამერიკელი დერმატოლოგი, პროფესორი ჰოვარდ მურადი ამბობს: “კანის დატენიანების ხარისხი და ზოგადად მისი ჯანმრთელი იერი კოსმეტიკურ საშუალებებში შემავალი ნივთიერებების გარდა, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების წესზეა დამოკიდებული”. ექიმ მურადს დიდი მადლობა დარიგებისთვის, თუმცა, ანიკას ბლოგში კანის ზედაპირული და შიგნიდან (დღე-ღამეში 1.5-2 ლიტრი წყალი!) დატენიანების გადამწყვეტი მნიშვნელობის შესახებ იქამდეც გვისაუბრია. ამიტომაც, დღევანდელ პოსტში კანის დატენიანების პროცესის რამდენიმე სასარგებლო რჩევას გაგიზიარებთ, რომლებიც დატენიანებას მაქსიმალურად ეფექტურ და სასარგებლო რიტუალად აქცევენ.
1. შეარჩიეთ შესაფერისი დამატენიანებელი საშუალება - კარგად დატენიანებული კანი “შეიარაღებულია” და მას უკვე აღარ უძნელდება გარემოს ზემოქმედების მავნე ფაქტორებთან გამკლავება. ამიტომაც ნებისმიერი დამატენიანებელი საცხი არა მხოლოდ იდეალურად უნდა ატენიანებდეს კანს და მასში ტენიანობას დიდხანს ინარჩუნებდეს, არამედ ეს პროცესი კანის საკეთილდღეოდ უნდა გამოიყენოს. რას ვგულისხმობ? საცხში შემავალი აქტიური ინგრედიენტები კანში სითხეს იზიდავენ და მას შემდგომ კანის უჯრედებს გადასცემენ. ამას გარდა, ეს ნივთიერებები კანში ერთგვარ ჰიდროფილურ ფენას ქმნიან, რომლებიც ეპიდერმისის დამცავ ბარიერს აძლიერებენ. ამიტომაც, დამატენიანებელი საცხის შერჩევისას მიაქციეთ ყურადღება, რომ ინგრედიენტების ჩამონათვალში დიდი რაოდენობით არომატიზატორები და კონსერვანტები არ იყოს. კანის ეფექტურად დასატენიანებლად იდეალურად გამოგვადგება ისეთი საცხები, რომლებიც გლიცერინს, ჰიალურონის მჟავას, ეთერზეთებს და მცენარეულს ექსტრაქტებს შეიცავენ.
2. დამატენიანებელი საცხი აუცილებლად კანის ტიპის მიხედვით შეიძინეთ. კომბინირებული კანით დავიწყოთ - კანის ამ ტიპს თითქმის ყველა ის დამატენიანებელი საშუალება უხდება, რომლებიც მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის არის განკუთვნილი და რომლებიც შეიცავენ: დიმეტკონს, ციკლომეტიკონს, მინერალურ ზეთებს. ეს ნივთიერებების ტენიანობის დიდი ხნით შენარჩუნებას უწყობენ ხელს და იმავდროულად დამარბილებელი ეფექტიც აქვთ.
მშრალ და მგრძნობიარე კანს კი ისეთი საცხები ესაჭიროება, რომელთა შემადგენლობაშიც ცხიმი შედის და გამორიცხულია წყალი. იდეალურია ფუტკრის ცვილის საფუძველზე დამზადებული საშუალებები, ისინი ძალიან ადვილად იწოვება.
ცხიმიანი კანის შემთხვევაში შედარებით მსუბუქი, ემულსიის მსგავსი საცხები შეარჩიეთ. ასეთი პროდუქტების მთავარი მოქმედი გმირი დიმეტიკონია (ბუნებრივი სილიკონი), რომლის წყალობითაც ნაკლებცხიმიანი საცხი ნელა იწოვება კანში და არ ახშობს ფორებს.
3. სწორად წაისვით დამატენიანებელი საცხი - არ დაგავიწყდეთ, რომ კანი იდეალურად გასუფთავებული უნდა იყოს წასმამდე. საცხი ცენტრიდან გარე მიმართულებით გაინაწილეთ: ცხვირიდან ლოყების მიმართულებით და შუბლის ცენტრიდან საფეთქლებისკენ.
4. საკვებ რაციონში ჩართეთ ბლომად ხილი და ბოსტნეული - ხომ გახსოვთ, ისინი 85-95% სტრუქტურირებული წყლისგან შედგებიან, რომლებიც კანში ძალიან ადვილად აღწევენ და იქ დიდ ხანს ჩერდებიან. გარდა ამისა, ხილ-ბოსტნეული ანტიოქსიდანტებითაც მდიდარია, რომლებიც თავისუფალი რადიკალების დამარცხებაში და კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებაში გვეხმარებიან. ასე, რომ რეკომენირებულია დღეში 3 ცალი რომელიმე ხილის და 5 ბოსტნეულის მირთმევა.
5. და ბოლოს, დღე-ღამეში 7-9 საათიანი ძილის რეჟიმი - კვლევებმა აჩვენა, რომ ძილის უკმარისობა და სტრესი კანში წყლის რაოდენობას ამცირებს. გარდა ამისა, უძილობისას იმ ჰორმონების გამომუშავებაც იკლებს, რომლებიც უჯრედების წარმოქმნას ასტიმულირებენ და კანის ელასტიურობას აღადგენენ. ასე, რომ ჯანმრთელი ძილიც სილამაზის საწინდარია.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა