წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

კანის გასუფთავება ზაფხულში: რა არ უნდა დაგვავიწყდეს

ბლოგი:
ივლისი 11, 2015
ავტორი Anika
ანიკას ბლოგში არაერთხელ გაგვისვამს ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სახის კანის სწორად გაწმენდა/გასუფთავება. კოსმეტოლოგების აზრით, ეს სახის მოვლის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. სწორედ ამ პროცედურით ეყრება საფუძველი ყოველდღიურ მოვლასაც და სპეციალურ პროგრამებსაც. კანის სათანადოდ გასუფთავებით შესაძლებელია კანის მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესება, დაშვებული შეცდომებმა კი არაერთი პრობლემა შეიძლება მოგვიტანოს: მაგალითად, ანთებითი პროცესები, ალერგიული რეაქცია, ნაადრევი დაბერება.

თუ დააკვირდებით ზაფხულის პერიოდში ქალების დიდი ნაწილი მინიმალურ მაკიაჟს იყენებს, მაგრამ ერთადერთი ზონა, რომელიც მუდმივად დატვირთულია მაკიაჟით  ცხელ დღეებშიც კი თვალის ზონაა და როგორც წესი, სწორედ აქ ვიყენებთ ყველაზე აგრესიულ დეკორატიულ კოსმეტიკას: წყალგაუმტარი ტუში, ლაინერი, კონსილერი. ზოგადად, კოსმეტოლოგების თქმით, თვალის ზონა ყველაზე რთული გასასუფთავებელია, ვინაიდან ის ფიზიოლოგიურად ძალიან თხელია და შესაბამისად, მაღალია კანის დაზიანების რისკიც. ამიტომაც, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ რომ ამ მიდამოს გასუფთავებას უნდა მივაქციოთ.

იმისათვის, რომ თვალის დემაკიაჟის პროცესი მინიმალური ზიანის მომტანი იყოს, სპეციალისტები გვირჩევენ ისეთი პროდუქცია შევარჩიოთ, რომელიც დამატებით დამატენიანებელ და თვალის კანის მოვლის ინგრედიენტებს შეიცავს. ძალიან კარგია ღიღილოს ექსტრაქტზე დამზადებული საშუალებები: ეს მცენარე კარგად ატენიანებს, ამშვიდებს და არბილებს კანს, თან იმავდროულად ამცირებს თვალის ირგვლის ზონაზე სტრესის ზემოქმედების მავნე შედეგებს.

200407149-003

სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს წამწამებიდან ტუშის მოცილებასაც: კოსმეტოლოგები გვირჩევენ, ეს პროცედურა მაქსიმალურად ეფექტური რომ იყოს საამისოდ, ბამბის ტამპონი თვალის დემაკიაჟის ზეთოვან ორფაზიან სითხეში დავასველოთ და ქვედა ქუთუთოზე დავიდოთ, ხოლო მეორე ტამპონით კი წამწამებიდან ტუში მოვიცილოთ.

მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა ზაფხულში კანის სიმშრალის ფაქტორია. სწორედ ამ ცხელ სეზონზე ერთმევა კანს ტენიანობა ბევრი წინაპირობის გათვალისწინებით: ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედება, კონდიცირებული ოფისები/სახლები/ტრანსპორტი. იმისათვის, რომ სახის გაწმენდამ დამატებით არ გამოაშროს კანი, აქ შეგვიძლია შედარებით მსუბუქი გამწმენდი პროდუქცია გამოვიყენოთ: დემაკიაჟის რძე, გამწმენდი ტონიკი, მიცელარული წყალი. ასეთი საშუალებები კანის ზედაპირიდან ჭარბ ცხიმსაც იღებენ, დეკორატიული კოსმეტიკის ნარჩენებსაც ასუფთავებენ და იმავდროულად კანის მჟავიანობის ბუნებრივ ბალანსსაც აღდგენენ, ატენიანებენ და კვებავენ მას.

ბოლოს, მიცელარულ წყალსაც შევეხოთ, რომელსას კოსმეტოლგები დიდ რეკომენდაციას უწევენ ზაფხულის პერიოდში სახის გასაწმენდად. ამ პროდუქტმა დიდი პოპულარობა იმის ხარჯზე მოიპოვა, რომ მას ერთდროულად ეფექტური და ზომიერი, მსუბუქი გაწმენდა შეუძლია. მიცელები, რომლებსაც ასეთი წყალი შეიცავს, მაგნიტივით იზიდავენ კანიდან მაკიაჟის და ცხიმის ნაწილაკებს, რასაც შემდეგ ბამბის ტამპონის გადასმით მოვიცილებთ. ამ დროს კანის ლიპიდური სტრუქტურა არ ირღვევა, ხოლო მიცელარული წყლის გამოყენების შემდეგ კანზე სიმშრალის ან დისკომფორტის შეგრძნებაც არ რჩება. მოკლედ, ასეთი წყალი იდეალური ზაფხულში კანის გაწმენდისა და ტონიზირებისთვის, არჩევა კი თბილისის პირობებში Nuxe, YSL, Yves Rocher, So Skin, Biotherm ბრენდების პროდუქციიდან შეგიძლიათ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა



მსგავსი ბლოგები