წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

კანის გაწმენდის ახალი ტენდენციები

ბლოგი:
ივნისი 20, 2017
ავტორი Anika
კანის გაწმენდისადმი კომპლექსური, რამდენიმეეტაპიანი მიდგომის პოპულარიზება დასავლეთში სამხრეთ კორეის გავლენით მოხდა, სადაც ლამაზი კანი სილამაზის უმთავრესი კრიტერიუმია. ქალების უდიდესი უმრავლესობისთვის კანის გასუფთავება სპეციალური მაკიაჟის მოსაცილებელი სითხის თუ სხვა საშუალების დახმარებით მაკიაჟის მოცილებას და კვირაში ერთხელ ან ორჯერ სქრაბით გაწმენდას გულისხმობს და იაშვითად ვინმე თუ უფიქრდება იმას, რომ რეალურად, კანის დაბინძურება შესაძლოა იყოს როგორც ზედაპირებული (კოსმეტიკა, მტვერი) ასევე ღრმა (კანის ცხიმი). დემაკუაჟის საშუალებები ღრმა დაბინძურებას ვერ უმკლავდებიან და მხოლოდ ზედაპირულ პრობლემას აგვრებენ, კვირაში ერთხელ ან ორჯერ სქრაბის გამოყენებაც დიდ ვერაფერს უშველის ამ საქმეს.

სწორედ ამის გამო, არაერთმა კოსმეტიკურმა კომპანიამ მომხმარებელს კანის გასუფთავების მრავალეტაპიანი სისტემა შესთავაზა, რომელშიც დასაბან გელთან თუ ლოსიონთან ერთად, მიცელარული წყალი და მატონიზირებელი სითხეც (იგივე ტონიკი) შედის. სწორედ ესაა სამხრეთ კორეელი ქალების უბადლო კანის წინაპირობა: გაწმენდის ბოლო ეტაპები რელურად, კანის მოვლის საწყისი ეტაპია. მაგალითად, მატონიზირებელი სითხე არამხოლოდ მაკიაჟის ნარჩენებს ასუფთავებს, არამედ კანს შრატის და კრემის წასასმელად ამზადებს.

გამწმენდი ზეთები - ეს ტენდენციაც აზიის გავლენის შედეგია. ასეთი ზეთები რეალურად, საკმაოდ მსუყე კონსისტენციის მქონე BB  კრემების ეფექტიანად ჩამოსაბანად გამოიგონეს. კოსმეტიკის ევროპელმა მწარმოებლებმა თავის მხრივ, აღმოსავლეთის ტალღა აიტაცეს და ათასგვარი ახალი პროდუქტი მოიგონეს ზეთის ბაზით: ორიგინალური ჰიდროფილური ზეთები, ჰიბრიდული გამწმნდები, ზეთის ბაზაზე დამზადებული მაკიაჟის მოსაცილებელი საშუალებები მშრალი და ცხიმიანი კანისთვის და ა.შ. დემაკიაჟის ზეთები კარგად აცილებენ დეკორატიულ კოსმეტიკას და ზედმეტადაც არ აშრობენ კანს. ასეთ ზეთს მშრალი თითებით სახის კანზე შევიზელთ, შემდეგ ოდნავ წყალს დავუმატებთ - წყალთან შეხებისთანავე ზეთი ქაფიან მასას წარმოქმნის და ყველაზე მდგრად მაკიაჟსაც კი იდეალურად აცილებს.

მიცელარული საშუალებები - მიცელები ზედაპირულად გამწმენდი აქტიური ნივთიერებებია, რომლებიც მაგნიტის მსგავსად იზიდავენ დაბინძურებებს. თუმცა, მიცელარული წყლის შემადგებლობაში ასეთი მიცელები შესაძლოა ნაწილობრივ დარჩნენ კანის ზედაპირზე და მისი გაღიზიანება გამოიწვიონ, ამიტომაც კოსმეტოლოგები, როგორც წესი, არ უწვენე რეკომენდაციას კანის ყოველდღიურად მიცელარული წყლით გასუფთავებას.  ამის გამო, ბევრმა მწარმოებელმა მიცელები გამწმენდ გელებში და სითხეებში დაამატა, რის შედეგადაც ასეთი პროდუქტები კანს უფრო სწრაფად და ეფექტიანად ასუფთავებენ.
 მომდევნო პოსტამდე,


ანიკა

მსგავსი ბლოგები