ბლოგი:
ოქტომბერი 25, 2013
ავტორი Anika
მბზინავი კანი რომ ახალგაზრდობის ერთ-ერთი საზომია, ამაზე უკვე აღარავინ დავობს. მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ მივაღწიოთ ამ მბზინვარებას და შემდგომ უკვე შევინარჩუნოთ ის. ერთგვაროვანი, სწორი და პიგმენტური ლაქებისგან ხელუხლებელი კანი მნიშვნელოვანი მონაპოვარია - მას ხომ ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად შუქის არეკვლის უნარიც გააჩნია, რაც სახეს კიდევ უფრო მეტად ახალგაზრდულს იერს და მიმზიდველობას ანიჭებს. არადა მეორე მხრივ, ყოველდღიური სტრესი, ულტრაიისფერი სხივები და არასათანადო კვება კანს დაბერებისკენ უბიძგებს და მას ელასტიურობას და ნათელ ფერს აცლის. მოდით, დღევანდელ პოსტში გადავხედოთ რამდენიმე ძირითად ეტაპს, რომელიც მბზინავი კანის მისაღწევად უნდა გავიაროთ და ის ახალი პროდუქტებიც გავიცნოთ, რომლებიც ამ პროცესში გამოგვადგება.
გაწმენდა - დაივიწყეთ იდეალური სახის კანის მიღწევა, თუ თქვენ სათანადო სიძლიერის გამწმენდი საშუალებებით არ ხართ შეიარაღებული. მგრძნობიარე კანს აბრაზიული ნაწილაკების შემცველი გამწმენდი ნიღაბი და მსუბუქი პილინგი მოუხდება, რომლის დროსაც კანის მკვდარი უჯრედების დელიკატური პილინგი და უჯრედების რეგენერაციის პროცესის დაჩქარება ხდება. ამ მიზნისთვის თქვენ შეგიძლიათ Payot-ის ფირმის დეტოქს-ნიღაბი, გარგარის შემცველი L’oreal Paris-ის ექსფოლიანტი სქრაბი “სრულყოფილი მბზინვარება”, კრემ-ფლუიდი Sheer-Expert by Terry ან Pharmaskincare Lightening Exfoliator სცადოთ.
ტონუსი და დატენიანება - დაიხსომეთ, რომ რაც არ უნდა ძვირადღირებული შრატები, ნიღბები და საცხები გამოიყენოთ, თუ კანს ყოველდღიური მოვლა არ ექნება, კანის მბზინვარებას ვერ მიაღწევთ. გამოფიტულ და გაუწყლოვანებულ კანს არ შესწევს სინათლის არეკვლის უნარი. ამიტომაც, კანის ყოველდღიური დატენიანება თქვენი მოვლის ამოსავალ წერტილად უნდა იქცეს. მაკიაჟის მოცილების შემდეგ კი კანის მატონიზირებელი ეფქეტისთვის კარგი იქნება ლიფტინგის ეფექტის მქონე ზეთების და შრატების გამოყენება, რომელთაც იმავდროულად დამცავი ფუნქციებიც გააჩნიათ. დამატენიანებლი ლოსიონი-გელი (Givenchy-ს Hydra Sparkling) დილა-საღამოს სასიამოვნო შეგრძნებას მოგგვრით, ფლუიდი-შრატი (Aveda-ს Tourmaline Charged Radiance) კანს მბზინვარებას მიანიჭებს, ხოლო ზეთი (Christina-ს ზეთი “ბიო-სატინი”) კი სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს და სიმშრალეს მოგიხსნით.
კვება - კანის მბზინვარების შემდეგი წინპირობა მისი ვიტამინებით სათანადო გამოკვებაა. წამყვანი ვიტამინი კი ამ მიმართულებით C ვიტამინია, რომელიც ნებისმიერი ილუმინატორი კრემის შემადგენლობაში შედის. მბზინავი კანის მისაღწევად განკუთვნილი კრემები, როგორც წესი, შეიცავენ ამინომჟავებს, ციტრუსების და მინერალების ექსტრაქტებს, რომლებიც კანს ხშირ განახლებაში და პიგმენტური ლაქების გაფერმკრთალებაში ეხმარებიან. სწორედ მათი დახმარებით იმუხტება კანი ენერგიით და მკრთალი ფერიც ქრება. ამ მიზნებისთვის შემდეგი პროდუქტები გამოგადგებათ: კრემ-გელი Gelee Eclat du Jour Clarins-გან; Vichy-ს კრემი Idealia; Yves Saint Laurent-ის სახის შრატი Forever Light Creator.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა