წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

კანის მოვლა შემოდგომაზე

ბლოგი:
ოქტომბერი 08, 2015
ავტორი Anika
შემოდგომის გარდამავალ პერიოდს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება კანის მოვლის მხრივ, ვინაიდან ზაფხულის თხელი და გამჭვირვალე ემულსიები და გელები უკვე ზედმეტად მსუბუქია შემოდგომის კლიმატისთვის, ხოლო ზამთრისთვის განკუთვნილი სქელი საცხებისთვის კი ცოტა ნაადრევია. დღევანელ პოსტში მოგიყვებით, კოსმეტოლოგების და დერმატოლოგების რჩევის მიხედვით, რა უნდა გავითვალისწინოთ ზამთრის დადგომამდე პერიოდისთვის.

1. შეარჩიეთ სახის მოვლის პროდუქტები C ვიტამინის შემცველობით: ზაფხულის მზის აგრესიული ზეგავლენის შემდეგ, ეს ვიტამინი კანს რეაბილიტაციაში, პიგმენტაციის და სიმშრალის დაძლევაში დაეხმარება. ამას გარდა, C ვიტამინი კანს თავისუფალი რადიკალებისგანაც, რომლებიც კანის ნაადრევი დაბერების და პირველი ნაოჭების მთავარი გამომწვევია.

225x358_Quality97_e91f97437c67c82b2db0880daa216ce4

2. არავითარ შემთხვევაში არ გადადოთ გვერდზე SPF-ის შემცველი პროდუქტები - მართალია, შემოდგომაზე მზე ისეთი ინტენსიური აღარ არის და შედარებით იშვიათად გვანებივრებს ხოლმე თავისი სხივებით, მაგრამ ულტრაიისფერი სხივები ღრუბლებიდანაც ხომ კარგად აღწევს ჩვენამდე, ასე რომ, მათგან დაცვა გვჭირდება მთელი წლის განმავლობაში.

3. კოსმეტოლოგთან ვიზიტი დროული იქნება: შემოდგომაზე მზის სხივების შემცირებასთან ერთად, შესაძლებელია უკვე მჟავების შემცველი პილინგების გაკეთება, რაც კანს სწრაფად აღდგენაში და გაჯანსაღებაში დაეხმარება.

4. პერიოდულად ჩაიტარეთ კანის ამქერცლავი პროცედურები - ვინაიდან ზაფხულის პერიოდში კანი მოჭარბებული ოფლის, ზეთის და ცხიმიანი მზისგანდამცავი საცხების გამო გადატვირთულია, საჭიროა შემოდგომაზე ამ ყოველივესგან კანის განთავისუფლება. სახლის პირობებში გამოიყენეთ სქრაბები, შედარებით მსუბუქი, კანი რომ ნაკლებად დავაზიანოთ.

225x400_Quality97_f1469c745042f042398f0b986e895af6

5. კანი უფრო ინტენსიურად დაატენიანეთ, თუმცა სქელი კონსისტენციის საცხების გამოყენებისგან ზამთრამდე თავი შეიკავეთ. ამ ეტაპზე კოსმეტოლოგები შრატის და მას შემდეგ დამატენიანებელი საცხის გამოყენებას გვირჩევენ.

6. და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ თვალის ზონის მოვლა, რომელიც ამ პერიოდში ყველაზე მეტად ზარალდება: კანი ადვილად იჭიმება, სიშავეებიც უფრო თვალშისაცემი ხდება, ადვილად ჩნდება წვრილი ნაოჭები. ამიტომაც, პრაქტიკული იქნება, თუ თვალის საცხს C ვიტამინის შემცველობით შეიძენთ.

წარმატებებს გისურვებთ!

ანიკა

მსგავსი ბლოგები