ბლოგი:
მაისი 22, 2015
ავტორი Anika
წლისთვის "მძიმეწონიანი პროცედურებიდან" მეზოთერაპია და ბიორევიტალიზაციის ინექცია მაქვს გამოცდილი და საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ გამოცდილ სპეციალისტთან, ხარისხიანი პრეპარატით შესრულებული ეს პროცედურები ძალიან ეფექტურია: კანი სიღრმიდან დატენიანებული მქონდა, ჯანსაღი ფერი დამიბრუნდა და ზომიერი მბზინვარებაც დამემატა. მოკლედ, მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი. თუმცა, ეს ყოველივე ინდივიდუალურია და როგორც გითხარით, ექიმ-კოსმეტოლოგზე და გამოყენებულ პროდუქციაზეა დამოკიდებული. ზოგადად, 30 წელს გადაცილებულ ქალბატონებს/გოგონებს, კანის მაქსიმალური დატენიანების უზრუნველსაყოფად და ახალგაზრდული იერის გახანგრძლივების შესანარჩუნებლად კოსმეტოლოგები შემდეგი პროცედურების ჩატარებას ურჩევენ:
ჰიალურონის მჟავის ინექციები - 30 წლის ასაკითვის ქალის კანი შედარებით გამომშრალი ხდება და მას სულ უფრო მეტად უჭირს ტენიანობის შენარჩუნება. ამ მხრივ დახმარებისთვის ჰიალურონის მჟავის (ეს მჟავა კანში წყლის შენარჩუნებას უწყობს ხელს) შემცველ დამატენიანებელ საცხებს მივმართავთ, თუმცა რაც არ უნდა ძვირადღირებული და იმედისმომცემი საცხი უნდა იყოს, მათში არსებულ ჰიალურონის მჟავის მოლეკულებს მაინც არ შეუძლიათ კანის იმ სიღრმემდე მიღწევა, რომ კანის მაქსიმალური და ოპტიმალური დატენიანება მოხდეს სიღრმისეულად. ეს შედეგი, კოსმეტოლოგების თქმით, სწორედ რომ სპეციალური ინექციებით მიიღწევა - ჰიალურონის მჟავის მოლეკულები საჭირო რაოდენობით კანის ბაზალურ შრემდე აღწევენ და მათი მოქმედება რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე ძლებს.
უინექციო ბიორევიტალიზაცია (მას ასევე ოქსითერაპიასაც უწოდებენ) - ეს პროცედურა იდეალურია მათთვის, ვისაც ნემსის და შესაბამისად ინექციების პანიკური შიში აქვს. პროცედურის დროს სპეციალური აპარატის მეშვეობით, ჯანგბადის ნაკადების მეშვეობით, მაღალი წნევის დახმარებით, კანში ჰიალურონის მჟავის შეყვანა ხდება. მართალია, ექიმებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა, თუ რამდენად ღრმად აღწევს ამ პროცედურის შედეგად ჰიალურონის მჟავა კანში, თუმცა ერთი რამ ფაქტია: დამატენიანებელ საცხებთან შედარებით გაცილებით მაღალი ეფექტის მიღწევა ხდება. პროცედურას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს: ამ დროს, ჰიალურონის მჟავის გარდა, კანში შესაძლებელია სხვა აქტიური ნივთიერებების შეყვანაც, მაგალითად, გამონაყარის ან კანის გაღიზიანების პრობლემისას.
პლაზმოთერაპია (რასაც დღემდე ვუფრთხი და ცოტა მეშინია კიდეც) - მოკლედ, რა ხდება ამ დროს: პაციენტისგან იღებენ სისხლს, მისგან გამოაცალკევებენ პლაზმას, რომლის კულტივირებაც ხდება და შემდეგ ეს დამუშავებული სისხლი შეყავთ კანის იმ მონაკვეთებში, რომლებიც კორექტირებას საჭიროებენ. როგორც ამბობენ, პლაზმოთერაპია აგვარებს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა კანის სიფერმკრთალე, ანთებითი პროცესები, წვრილი ნაოჭების გასწორება, პიგმენტური ლაქების გაღიავება. როგორც წესი, ტარდება 3 პროცედურა სამკვირიანი ინტერვალით და დაპირებულმა შედეგმა 2 წლამდე უნდა გასტანოს.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა