წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

კანის მოვლის ზამთრის რეჟიმი

ბლოგი:
ნოემბერი 27, 2013
ავტორი Anika
მართალია,  ზამთარი ჯერ ოფიციალურად არ დამდგარა, მაგრამ სუსხიანი ამინდები და სიცივე უკვე მყარად შემოვიდა თბილისში. ასეთ ამინდში კი ჩვენი კანი განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება, ადვილად შეიძლება გაწითლდეს და გაღეზიანდეს, საჭიროებს გულდასმით დატენიანებას. მოკლედ, კანის მოვლის სპეციფიკა ამ სეზონში განსხვავებულია, ამიტომაც, დღევანდელ პოსტში სწორედ ამ სეზონურ ცვლილებებზე და მის მნიშვნელოვან ელემენტებზე გესაუბრებით.

როგორ ვიწყებთ დღეს - ტემპერატურული ცვალებადობა კანისთვის ძლიერ სტრესს რომ წარმოადგენს, ეს ალბათ, ვიცით. წარმოიდგინეთ როგორ რეჟიმში სჭირდება კანს სტრესთან გამკლავება ზამთრის პერიოდში: გარეთ ცივა ან ყინავს, სახლში კი სითბოა და ჰაერი გამომშრალი. ზუსტად ამ დროს არის ადვილი კანის გაღეზიანება. როგორ უნდა მოვიქცეთ? კანი დილიდან კარგად უნდა დავიტენიანოთ - სახლიდან გასვლამდე ერთი საათით ადრე, რომ კრემმა შეწოვა მოასწროს. კარგად დატენიანებული კანი, ყველაფერთან ერთად, ნაოჭების გაჩენის კარგი პრევენციაცაა. განსაკუთრებული ყინვის დროს (ბაკურიანი/გუდაურის პირობებში) კოსმეტოლოგები რეკომენდაციას აძლევენ მკვებავი კრემის გამოყენებას, რომელიც სახლიდან გასვლამდე ნახევარი საათით ადრე უნდა წავისვათ, ზედმეტი მბზინვარების თავიდან ასაცილებლად კი ერთჯერადი ხელსახოცი დავიდოთ კრემწასმულ სახეზე, რომელიც ექსტრა ცხიმს შეიწოვს და მბზინვარებას გააქრობს.

350x233_0xc0a8393c_2452293251370470591

როგორ ვიქცევით დღის განმავლობაში - ზამთარში, დღის უმეტეს ნაწილს დახურულ შენობებში - ოფისში ან სახლში - ვატარებთ, სადაც გათბობის წყალობით ჰაერი საკმაოდ გამომშრალია, რამაც ადვილად შეიძლება გამოფიტოს ჩვენი კანი.

ზოგიერთს მიაჩნია, რომ კანის გაუწყლოვანება მხოლოდ მშრალი კანის შემთხვევაშია შესაძლებელია - კოსმეტოლოგები ამ მითს არღვევენ და განმარტავენ, რომ კანის გაუწყლოვანებას არაფერი აქვს საერთო კანის ცხიმიანობასთან. მშრალი კანი, უპირველეს ყოვლისა, მკვებავი ნივთიერებების და ცხიმის დეფიციტს განიცდის, ხოლო გაუწყლოვანება, თავის მხრივ, კონკრეტულად დატენიანების ნაკლებობას გულისხმობს. ამიტომაც, კანის გაუწყლოვანებისგან დაცვაზე ნებისმიერ ტიპის კანის მფლობელმა უნდა იზრუნოს.

მოკლედ, რა უნდა ვქნათ ამის თავიდან ასაცილებლად? გაუწყლოვანებასთან ბრძოლას კოსმეტოლოგები ვიტამინებით გვრიჩევენ. E ვიტამინი უძლიერესი ანტიოქსიდანტია, C ვიტამინი კი - კოლაგენის საუკეთესო საშენი მასალა, მიკროელემენტები ცინკი და სელენი კი კანის ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობენ ხელს. ამას გარდა, ოფისში მაგიდაზე მუდმივად იქონიეთ მინერალური წყალი და ტუჩის ბალზამი - ხომ გახსოვთ დღე-ღამე 1.5-2 ლიტრი წყალი სილამაზის სავალდებულო წინაპირობა რომაა?!

350x521_0xc0a8393c_11724237561370470591

და საღამოს რიტუალებსაც მივადექით. ეს საკრალური დროა სახის გასაწმენდად, ამიტომაც არც იფიქროთ მისი უგულვებელყოფა! ვინაიდან ზამთარში კანი ადვილად იღლება და ფერმკრთალდება, ამიტომაც კოსმეტოლოგები გვირჩევენ, კვირაში 1-2-ჯერ სპეციალური დამატენიანებელი და გამწმენდი ნიღბების გამოყენებას. ასეთი ნიღბები კანის უკრედების აღდგენაში დაგვეხმარება.

რას ვაკეთებთ ძილის წინ? კანს ნელთბილი წყლით ვიბანთ და სპეციალურ ღამის კრემს ვისვამთ სახეზე. კარგი იქნება კრემის წასმისას ხელის თითების ბალიშებით კაკუნისმაგვარ მოძრაობებს თუ შევასრულებთ - ეს სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს და კრემიც უფრო კარგად შეიწოვება და უფრო ეფექტურადაც იმოქმედებს.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები