We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

კანის პრობლემებთან ბრძოლის 4 მეთოდი

_from blog_:
_November_ 08, 2013
_by_ Anika
როცა საქმე კანთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება, უსიამოვნო სიურპრიზები იშვიათად თუ მოდიან განმარტოებულად. თუ თქვენ იმ კატეგორიას განეკუთვნებით, რომელსაც განყენებულად მხოლოდ ნაოჭების პრევენცია ან მხოლოდ კანის სიწითლესთან ბრძოლა სჭირდება, მაშინ გაგიმართლათ და ეგ არის. რეალობას თუ გადავხედავთ, 30 წლის გადაბიჯების შემდეგ, პირველი ნაოჭების გამოჩენის საშიშროებას ხელჩაკიდებული მოყვება ხოლმე სულ მცირე რომელიმე სხვა "საშიშროება". ამიტომაცაა აუცილებელი, რომ კანის მოვლის საშუალების შერჩევისას, ზუსტად ისეთი პროდუქტი შევარჩიოთ, რომელიც ჩვენს პრობლემებს კომპლექსურად მოერგება.

skinceuticals-blemish-age-defense-30ml

ორმაგი პრობლემა: ნაოჭებს+აკნე

როგორც დერმატოლოგები განმარტავენ, აკნე მოზრდილებში მამაკაცის და ქალის ჰორმონების დისბალანსით არის განპირობებული. აკნესთან და ნაოჭებთან ერთობლივად გამკლავება კი ალფა და ბეტა ჰიდროქსიდის მჟავებს შეუძლიათ - მათ კი ერთად კონკრეტულ შრატებში შეხვდებით. თუ ალფა ჰიდროქსიდის მჟავა მკვდარ უჯრედებს აცილებს და კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს, ბეტა ჰიდროქსიდის მჟავა ფორებს ხსნის და ზედმეტი ცხიმის წარმოქმნას არეგულირებს. ასეთ კომბინაციას SkinCeuticals Blemish + Age Defense ($82, skinceuticals.com)  პროდუქტი შეიცავს: ღამით სახის დაბანა/გაწმენდის შემდეგ 4-5 წვეთი გადაისვით სახეზე. 

ორმაგი პრობლემა: ნაოჭებს+მოდუნებული კანი

ორივე პრობლემა ასაკით არის განპირობებული, თუმცა მზის გამოსხივება კიდევ უფრო მეტად აჩქარებს და ამძიმებს მდგომარეობას. მის მოსაგვარებლად კი დერმატოლოგები რეტინოლის შრატის და კანის "ასაფუებელი" ლოსიონის კომბინაციას გვირჩევენ. რეტინოლი საუკეთესოა მსუბუქი ნაოჭების გასასწორებლად და კანის გასამკვრივებლად - სცადეთ Neutrogena Rapid Wrinkle Repair Serum. სწრაფი ეფექტისთვის კი სცადეთ ლოსიონი, რომელიც ჰიალურონის მჟავის გამომუშავებას უკეთებს სტიმულირებას, მაგალითად, GoodSkin Labs Filextra Facial Revolumizing Treatment კოლაგენის შემცველობით.

5945747005_e09fc68b4d

ორმაგი პრობლემა: ნაოჭებს+კანის სიწითლე

ასეთ დროს პეპტიდების შემცველი საცხებია იდეალური. კანის სიწითლის დროს მნიშვნელოვანია, რომ კანის მოვლის საშუალება არ შეიცავდეს რეტინოლს, ვინაიდან რეტინოლი კიდევ უფრო აძლიერებს სიწითლეს. შეგიძლიათ Clinique-ის Repairwear Uplifting Firming Cream სცადოთ: აქ ნაოჭებთან ბრძოლა პეპტიდებით, ანტიოქსიდანტებით და სპეციალური ცილებით ხდება.

ორმაგი პრობლემა: ნაოჭებს+მუქი ლაქები

ამ შემთხვევაში დერმატოლოგები რეტინალდეჰაიდის საცხის და გამათეთრებელი ლოსიონის კომბინაციას გვირჩევენ. რეტინალდეჰაიდს რეტინოიდის მჟავის კანის ღრმა დონეზე გარდაქმნა შეუძლია, რაც გამორიცხავს კანის ზედაპირზე გაღეზიანებებს. სცადეთ Avene-ის Eau Thermale Avene Eluage Creme. რაც შეეხება პიგმენტურ ლაქებს, აქ ჰიდროქინონის შემცველი საცხები წლების განმავლობაში "ოქროს სტანდარტად" ითვლებოდა. დღეს კი დერმატოლოგები უკვე იმას ამტკიცებენ, რომ ჰიდროქინონი საკმაოდ ძლიერი ნივთიერებაა და კანის გაღეზიანება შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომაც, ისინი ისეთ საცხებს გვირჩევენ, რომლებშიც ჰიდროქინონი არ არის შესული და რომელიც ყოველდღიურად შეგვიძლია გამოვიყენოთ.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_