წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

კანის რეაბილიტაცია წვეულებების შემდეგ

ბლოგი:
იანვარი 06, 2016
ავტორი Anika
ვინაიდან დღესასწაულებს ჯერ კიდევ არ ჩაუვლია და შესაძლოა, წინ კიდევ არაერთი წვეულება გველოდეს, ამდენად მოდით დღევანდელ პოსტში გავეცნოთ ექიმი-კოსმეტოლოგების რჩევებს იმასთან დაკავიშირებით, თუ როგორ დავეხმაროთ კანს სტრესული საღამოების შემდგომ რეაბილიტაციაში.

რამდენიმე ჭიქა კოკტეილის შემდგომ გაჩენილი თვალის შეშუპების გაქრობაში თვალის უპეებზე დასაწებებელი კოლაგენის მინი-ნიღბები დაგვეხმარება: გამოყენებამდე რამდენიმე წუთით მაცივარში შევდებთ (არა საყინულეში!) და სულ ესაა. სახისთვის კი გელის კონსისტენციის ნიღბებია კარგი - ისინი საუკეთესო დრენაჟის ეფექტს იძლევიან. Nuxe-ის აღმდგენი ნიღაბი სახისა და თვალისთვის (Masque Creme Fraiche de Beaute) უცებ დაატენიენებს და დაამშვიდებს დაღლილ და გამომშრალ კანს, ღამის ალტერნატივად კი Givechy-ს ღამის ინტენსიური აღმდგენი ნიღაბი (Hydra Sparkling Night) შეგიძლიათ გამოიყენოთ.

თუმცა, ასეთ დროს, ყველაზე ეფექტური მაინც კოსმეტოლოგთან ჩატარებული პროფესიონალური პროცედურებია, რომლებიც ლიმფოდრენაჟს აძლიერებენ და შეშუპებებს ხსნიან. ასეთი პროცედურის დროს, როგორც წესი, ჯერ ორთქლით ხდება სახეზე ფორების გახსნა და სისხლძარღვების ნორმალური ფუნქციონირების აღდება, რის შემდეგაც მკვებავი ან პოლივიტამინების ნიღაბი კეთდება. თვალის ქვეშ არსებულ სილურჯეებზე ძალიან კარგად მოქმედებს ჰიალურონის მჟავის ინექციები, რომელსაც ვიტამინებიც აქვს დამატებული: ჰიალურონის მჟავა წყალს იზიდავს, რაც კანს შედარებით ასქელებს და ვიზუალურად აქრობს კანქვეშ გაჩერებული სისხლით გამოწვეულ სილურჯეს.

მწეველების შემთხვევაში, კანის მონაცრისფრო შეფერილობა იმით აიხსნება, რომ ნიკოტინი ჰიპერკერატოზს იწვევს ანუ ეპიდერმისის რქოვანი ფენის პათოლოგიურ გასქელებას. ასეთ სიტუაციაში მსუბუქი ზედაპირული პილინგები - ენზიმების ან მჟავების - გამოიყენება კოსმეტოლოგების მიერ. ასეთი პილინგების შედეგად მკვდარი უჯრედების მოცილება ხდება ისე, რომ კანის გაღიზიანება არ მოხდეს.

სხეულს რაც შეეხება, დაღლილობის შეგრძნებას კარგად შველის კონტრასტული შხაპი. დილით რეკომენდებულია თბილი წყლით დაწყება და ცივით დამთავრება - მატონიზირებელი ეფექტი აქვს, ხოლო საღამოს კი პირიქით თბილი წყლით უნდა დაასრულოთ, ორგანიზმს მოდუნების შესაძლებლობა რომ მიეცეს. ფეხებში სიმძიმის შეგრძნების დროს, შხაპის წყალი თეძოებიდან ქვედა მიმართულებით გადაანაცვლეთ ნელ-ნელა, შემდეგ კი სპეციალურად "დაღლილი ფეხებისთვის" განკუთვნილი საცხი ან გელი წაისვით.

წარმატებებს გისურვებთ!

ანიკა

მსგავსი ბლოგები