We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

კარტოფილი ოჯახის რაციონში - დავტოვოთ თუ არა?!

_from blog_:
_June_ 04, 2017
_by_ Anika
ჯანსაღი კვების მიმდევრების ნაწილს კარტოფილი "შავ სიაში" აქვს შეტანილი, მისი ზედმეტად კალორიულობის და უსარგებლობის გამო. თუმცა, საქმე არც ისეა, როგორც ბევრს გონია, ამიტომაც დღევანდელ პოსტში კარტოფილის შესახებ არსებულ მითებში გავეკრვევით, რაც იმის განსაზღვრაში დაგვეხმარება, ღირს თუ არა მისი ოჯახის საკვებ რაციონში ჩართვა.

1. კარტოფილის უსარგებლობის შესახებ - ექიმი დიეტოლოგები განმარტავენ, რომ კარტოფილს არაერთი სასარგებლო თვისება აქვს. ის მდიდარია C ვიტამინით - 100გრამზე. 20მგ, იგივე რაოდენობა რაც შავ მოცხარში. კანგაუცლელად მოხარშულ კარტოფილში დიდი რაოდნეობითაა კალიუმი, რაც სისხლძარღვების და გულის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია. ამას გარდა, კარტოფილი B ჯგუფის ვიტამინებით, სასარგებლო ამინომჟავებით, ფოსფორით, თუთიით, მაგნიუმით არის მდიდარი.

High Angle View Of Food In Bowl On Table

2. მართალია, სახამებლის შემცველობის გამო, კარტოფილი დიდი ოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს (100 გრამზე დაახლოებით 40 გრ. ნახშირწყალი), მაგრამ ეს რთული ნახშირწყლებია, რომლებიც იმდენად საჭიროა ორგანიზმისთვის, რომ კარტოფილის მიღება მეორე ჯგუფის დიაბეტის მქონე პაციენტებისთვისაცაა ნებადართული. ამას გარდა, კარტოფილში არსეული სახამებელი მავნე ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს.

3. ასუქებს თუ არა კარტოფილი, ეს მისი მომზადების წესზეა დამოკიდებული. თუ კარტოფილს თავისივე კანით მოვხარშავთ, 100 გრ. პროდუქტზე 66 კკალ-ს მივიღებთ, ხოლო თუ კანგაცლილს მოვხარშავთ - 75 კკალ, მისი ღუმელში გამოცხობის შემთხვევაში კი - 80 კკალ. ამდენად, თუ კარტოფილს სწორად მოვამზადებთ, ასეთ შემთხვევაში უსაფრთხოდ შეგვიძლია მივირთვათ და წონაში მატებისაც არ შეგვეშინდეს.

_OTHER BLOGPOSTS_