We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

კენკრების განსაკუთრებული სარგებელი წონის და ცხიმის კლების პროცესში

_from blog_:
_June_ 20, 2017
_by_ Anika
კენკრებს ჩვენს ოჯახში სეზონი არ აქვთ: გაზაფხულსა და ზაფხულში ცოცხალს ვყიდულობთ, შემოდგომაზე სიცივეების მოახლოვებასთან ერთად უკვე საყინულეში საგულდაგულოდ შეყინული კენკრების მოხმარებას ვიწყებთ. კენკრების განსაკუთრებული სიყვარული მათი სასიამოვნო გემოს და არომატის გარდა, იმ მრავალი სასარგებლო თვისებითაცაა განპირობებული, რომელიც ამ ფერად-ფერად მცენარეს გააჩნია.

- უპირველეს ყოვლისა, კენკრები მდიდარია ანტიოქსიდანტებით. მათ ნაირსახეობებს - მარწყვს, ჟოლოს, მაყვალს, მოცვს, მოცხარს - ყველას თავისთვის დამახასიათებელი უნიკალური ტიპის ანტიოქსიდანტები აქვს შემადგენლობაში. ეს ანტიოქსიდანტები კი, თავის მხრივ, თავისუფალ რადიკალებს ბლოკავენ და დაბერების პროცესს აფერხებენ, ასევე ახდენენ რიგი ანთებითი პროცესების, გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების პრევენციას.

- კენკრები დადებითად მოქმედებენ თავის ტვინის სიჯანსაღეზე. კერძოდ, ანტიოქსიდანტების ერთი კონკრეტული სახეობა - ანტოციანინი, რომელსაც მოცვი შეიცავს, დადებით გავლენას ახდენს მეხსიერების შენარჩუნებაზე.

- კენკრები მდიდარია უჯრედისით, დაბალკალორიული პროდუქტია და იდეალურია წონაში კლების დროს. როგორც იცით, უჯრედისი დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, დიდი ხნით გვანაყრებს და შესაბამისად, თრგუნავს შიმშილის შეგრძნებას. ხსნადი უჯრედისი, გელისმაგვარი კონსისტენციის წყალობით, ნელა აითვისება ორგანიზმის მიერ, შესაბამისად, საკვები შედარებით ხანგრძლივად რჩება კუჭში. ამას გარდა, კუჭში დაყოვნების შედეგად მცირდება სისხლში შაქრის დონის სწრაფი აწევა - შედეგად, ინსულინი ნაკლები ოდენობით და ინტენსივობთ გამომუშავდება, რაც თავის მხრივ კავშირშია სიმსუქნესა და დიაბეტთან.

- კენკრები შეგვიძლია დიდი ოდენობით მივირთვათ და არ ვიდარდოთ მიღებული კალორიების ოდენობაზე.

ამდენად, არ დაიზაროთ და შეეცადეთ, რეგულარულად მიიღოთ კენკრები.

_OTHER BLOGPOSTS_