ბლოგი:
მაისი 30, 2013
ავტორი Anika
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პარფიუმერულ ქსელში კოსმეტიკური ნიღბების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივით, პერიოდულად სახლის პირობებში მომზადებული ნიღბებიც არანაკლებ (მეტად თუ არა) ეფექტურია. ხილის, სხვადასხვა ზეთოვან თუ ბურღულეულისგან დამზადებულ ნიღბებზე ანიკას ბლოგის მკითხველებთან ადრეც გვისაუბრია და გამოხმაურებებიც მიგვიღია. დღეისთვის ერთი მარტივი ნიღაბი მინდა შემოგთავაზოთ, რომელსაც მოსამზადებლად მინიმალური დრო სჭირდება და ძალიან კარგ შედეგს იძლევა.
კანის ბზინვარების საქმეში A (რეტინოლი) და E (ტოკოფეროლი) ვიტამინები რომ ყოვლისშემძლე ელემენტებია, ეს სიახლეს აღარ წარმოადგენს. ტყულიად კი არ უწოდებენ მათ “ახალგაზრდობის და სილამაზის” ვიტამინებს?! ისინი კანს იდეალურად კვებავენ, მას სირბილეს და სინაზეს ანიჭებენ და გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან იცავენ. ამიტომაც მათ ათწლეულებია უკვე, რაც კოსმეტიკაში იყენებენ - როგორც შედარებით იაფფასიან ხაზებში, ასევე პრემიალურ კოსმეტიკურ პროდუქციაშიც. როგორც ამ საქმის მცოდნეები განმარტავენ, ამ ვიტამინების მოქმედება პროდუქტებში თითქმის ერთნაირია, იმ განსხვავებით, რომ ძვირადღირებულ კანის მოვლის საშუალებებში შეცვლილ მოლეკულებს გამოიყენებენ, რისი წყალობითაც ისინი კანში უკეთ აღწევენ და მოქმედებენ.
ახლა მოდით დღევანდელი ნიღბის მომზადების წესზე გადავიდეთ. მთავარი ინგრედიენტი არაჟანია, მხოლოდ ისეთი არაჟანი უნდა შეარჩიოთ, რომელიც შეძლებისდაგვარად ნატურალურია და რამდენიმეთვიანი შენახვის ვადა არ აქვს - მოკლედ, ზედმეტი კონსერვანტების გარეშე. ამას გარდა, აფთიაქში A და E ვიტამინების ზეთოვანი ხსნარიც შეიძინეთ. 2-3 სუფრის კოვზ არაჟანს დაუმატეთ თითოეული ვიტამინის 2 წვეთი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. დაბანილ და გასუფთავებულ სახეზე დაიდეთ ნიღაბი და გაიჩერეთ 10-15 წუთი. რეკომენდირებულია 10 დღის განმავლობაში ამ ნიღბის ყოველდღიური გამოყენება - როგორც ამბობენ, სახის კანის ფერს საგრძნობლად ახალისებს, სიმშრალეს აქრობს და კანს სირბილეს ანიჭებს.
მოკლედ, სცადეთ და შთაბეჭდილებები ანიკას ბლოგზე გაგვიზიარეთ.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა