წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

კივის გამოყენება სილამაზის პროცედურებში

ბლოგი:
თებერვალი 19, 2017
ავტორი Anika
ციცქნა ზომის, ხასხასა მწვანე, წვნიანი კივი ერთი შეხედვით შესაძლოა სუპეხილის შთაბეჭდილებას არ ტოვებდეს, მაგრამ დღევანდელი პოსტის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით, რომ მისი არამხოლო კვების რაციონში, არამედ თავის მოვლის პროცედურებში ჩართვაც ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა.

1. კივის გამოყვანა პირველად მე-19 საუკუნეში, ჩინეთში დაიწყო.

2. კივი მდიდარია C ვიტამინით, A ვიტამინით, B6 ვიტამინით, კალციუმით, რკინით და მაგნიუმით, რაც ჩვენი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის არსებითია.

3. კივი მდიდარი დიეტური უჯრედისით და ანტიოქსიდანტებით, რისი წყალობითაც ის იდეალური კუჭ-ნაწლავის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამასთან, კივის წვენის სისტემატური მოხმარება, ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში გვეხმარება.

Kiwi-

4. C  ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო, კივი მბზინავი და ჯანსაღი კანის წინაპირობაა. მარტივი რეცეპტი სახლში ნიღბის მოსამზადებლად: ერთი ცალი კივი და ნახევარი ავოკადო კარგად გავსრისოთ, დამავატოთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და დავიდოთ გასუფთავებულ სახეზე 15 წუთით. ეს პროცედურა კვირაში ერთხელ შეგიძლიათ გაიმეოროთ.

5. E ვიტამინის დახმარებით, კივი ხელს უწყობს კანში ტენიანობის შენარჩუნებას და კანის უჯრედების აღდგენას.

6. კანგაცლილ და დაჭყლეტილ კივის სახეზე კარგად გადავისვამთ, ასე კანს უმნიშვნელოვანეს ნივთიერებებს მივაწვდით, რომლებიც მას სიმკვრივის შენარჩუნებაშ დაეხმარება. ერთ მწიფე კივს დავჭყლეტთ და დავუმატებთ ერთ სუფრის კოვზ მაწონს, წავისვამთ გაწმენდილ სახეზე. რამდენიმე წუთის განმავლობაში მასაჟის მოძრაობებით კარგად შევიზელთ მასას, გავიჩერებთ 15 წუთი და ნელთბილი წყლით ჩამოვიბანთ. ეს პროცედურა კვირაში ორჯერ შეგვიძლია გავიმეოროთ მაქსიმალური შედეგის მისაღებად.

7. კივი არეგულირებს ზედმეტი ცხიმის გამომუშავებას - იდელურია ცხიმიანი კანისთვის. ერთ ცალ კივის რბილობს ავურევთ ერთ სუფრის კოვზ ლიმონის წვენთან ერთად, შევიზელთ ნელი მოძრაობებით სახეზე და 15 წუთით გავიჩერებთ. კვირაში ორჯერ ამ პროცედურის გამეორებით, ხელს შეუწყობთ ცხიმის გამომუშავების დარეგულირებას.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები