We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

კლეოპატრას სილამაზის საიდუმლოებები

_from blog_:
_February_ 29, 2016
_by_ Anika
რამდენად საიდუმლოა დღეისთვის, არ ვიცი, მაგრამ თავის დროზე, დედოფალ კლეოპატრას სილამაზის შესახებ არაერთი ლეგენდა დადიოდა, განსაკუთრებულ ცნობისმოყვარეობას კი მისი სწორედ ის უნიკალური პროცედურები იწვევდა, რომლებითაც კლეოპატრა საკუთარ სილამაზეზე ზრუნავდა.

ყველაზე მეტი ლეგენდა კლეპატრას აბაზანებზე დადიოდა: როგორც ამბობენ, ეგვიპტის კლიმატური პირობების გამო, დედოფალს საკმაოდ მშრალი კანი ჰქონდა, რის გამოც სხეული გამორჩეულ მოვლას საჭიროებდა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად რეცეპტი კი თავად მოუფიქრებია: ერთ ლიტრ ცხელ რძეში გახსნილი ერთი ჭიქა თაფლი და დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ კანი საოცრად რბილი და ელასტიური ხდებოდა.  დერმატოლოგების თქმით გადამწყვეტი ამ პროცედურაში სითხის ტემპერატურაა: რძე 36-37 გრადუსამდე უნდა იყოს გამთბარი.

რძის აბაზანის მიღებისას, დედოფალ კლეოპატრას ზღვის მარილისა და სქელი ნაღებისგან სპეციალურ სქრაბს უმზადებდნენ და სხეულს ამ სქრაბით უმუშავებდნენ. ასეთი რიტუალის შემდეგ კანი აბრეშუმივით ნაზი და სრიალა ხდება. თუმცა, დღევანდელ პირობებში, ასეთ სქრაბს ალბათ ბევრი ალტერნატივა მოეძებნება, რომლებიც მარტივად შეიძლება სახლში დამზადდეს ყავის მარცვლების, შაქრის ან ზღვის მარილის საფუძველზე.

400x600_1_128b35fbcd15ffb49509498d8f0dcc6a@400x600_0x59f91261_3827193931414759828



სქელი და მბზინვარე შავი თმის მოსავლელად დედოფალი კვერცხის გულის, ნუშის ზეთისა და თაფლისგან დამზადებულ ნიღაბს იყენებდა. ასე დამზადებულ ნიღაბს დღესაც აქტიურად იყენებენ, ხოლო თმის ზრდის სტიმულირების მიზნით, მასში ცოტა მდოგვის ფხვნილს ამატებენ და პოტიეთილენის პარკის ქვეშ ნახევარი საათით იჩერებენ.

სახის მოვლას რაც შეეხება, ეგვიპტის დედოფალი არც აქ ღალატობდა მის საყვარელ ინგრედიენტებს თაფლსა და რძეს, რომელთაც თეთრი თიხა და ლიმნის წვენი ემატებოდათ. დერმატოლოგების თქმით, ასეთი წესით დამზადებული ნიღაბი კვირაში რამდენჯერმე შეგვიძლია გავიკეთოთ, ხოლო კანის ტიპის მიხედვით აფთიაქში შეგვიძლია სხვადასხვა ტიპის თიხა შევარჩიოთ: თეთრი, ვარდისფერი, ლურჯი, მწვანე.

660x440_1_5eb9ee935f7f64a984b87edbafd5ad79@660x440_0x59f91261_751975071414759804

და ბოლოს, არომატი, რომელსაც დედოფალს ვარდის, ლადანის, ნეროლის და კიპარირისგან უმზადებდნენ. უფრო სწორად, ამ ყვავილებისგან მიიღებოდა ზეთი, რომლითაც დედოფალი მთესლ სხეულს იზელდა.



_OTHER BLOGPOSTS_