წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

კოჭას 8 სასარგებლო ეფექტი

ბლოგი:
ივნისი 21, 2018
ავტორი Anika
კოჭა საქართველოშიც საკმაოდ პოპულარული პროდუქტი გახდა, ბოლო წლების განმავლობაში. კულინარიაში მას, ძირითადად, პიკანტური გემოს მისანიჭებლად იყენებენ და სხვადასხვა კერძებში - სუპებში, ხორცის კერძებში - გამოიყენებენ. თუმცა, არაჩვეულებრივი გემოს ღირებულებების გარდა, კოჭას ჩვენი ორგანიზმისთვის მნიშვენლოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია თავისი უნიკალური შემადგენლობის გამო, რისი წყალობითაც მას აქტიურად იყენებენ ჩინურ მედიცინასა და აიურვედაშიც.

1. კოჭას ტკივილის შემცირება შეუძლია. ექიმების თქმით, კოჭაში არსებული ერთ-ერთი ნივთიერება ანთებით პროცესს აცხრობს და ტკივილის გამომწვევ ორგანიზმებს ამშვიდებს ორგანიზმში. თუმცა, თუ საქმე ქრონიკურ ტკივილს ეხება, ასეთ შემთხვევაში უმჯობესია ექიმს მიმართოთ, ზუსტი მიზეზის დასადგენად.

2. მას გაღიზიანებული კანის დამშვიდება შეუძლია, განსაკუთრებით კი ცივი ზამთრის პირობებში, როდესაც ცივ ქარს საკმაოდ ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია თქვენს კანზე. ასეთ დროს, შეეცადეთ, საკუთარ კანს, არა გარედან, არამედ შიგნიდან უმკურნალოთ - დააყენეთ კოჭას ჩაი და მიირთვით.

3. კოჭა, შესაძლოა, სიმსივნის პრევენციაში დაგეხმაროთ მასში შემავალი დიდი ოდენობის ანტიოქსიდანტების დამხარებით, რომელთაც ორგანიზმის იმუნიტეტის გაძლიერება და შესაბამისად, სიმსივნის პრევენციაში შესაძლო დამხარება შეუძლიათ.

4. კოჭა გაახალგაზრდავებაში გვეხმარება. თქვენს ყოველდღიურ თავის მოვლის საშუალებებში სიტყვა "ანტიოქსიდანტს" ბევრგან აწყდებით, სავარაუდოდ - ეს ის ნივთიერებაა, რომელიც მავნე თავისუფალი რადიკალების (ჰაერის დაბინძურების და ულტრაიისფერი სხივების თანმდევი) მოგერიებაში გვეხმარება და ახალგაზრდულ იერს გვანარჩუნებინებს. კოჭაში არსებული ანტიოქსიდანტები კანის კოლაგენის გამომუშავების შენარჩუნებას უწყობს ხელს და კანს ელასტიურობას და გლუვ იერს ანიჭებს.

5. კოჭას ჩაი იდეალურია მძიმე საკვების მოსანელებლად: ის ხელს უწყობს საჭმლის სწრაფად მონელების პროცესს და იმავდროულად, ახდენს მუცლის შებერილობის პრევენციას.

6. კოჭას თავის ტკივილთან გამკლავება შეუძლია - არ აქვს მნიშვნელობა, წინა საღამოს ნაბახუსევი ხართ თუ არა, კვლევების თანახმად, კოჭას ზოგადად, თავის ტკივილის სიმპტომების შემსუბუქება შეუძლია.

7. კოჭა ცუდი ქოლესტერინის შემცირებაში გვეხმარება, რაც თავის მხრივ, გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების პრევენციაა. ცოტა ხნის წინ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად 3 გრამ კოჭას იღებდნენ (დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზი) დღეში 3-ჯერ, მნიშვნელოვნად შემცირებული ქონდათ ცუდი ქოლესტრინის დონე სისხლში.

8. და ბოლოს, კოჭას ზოგადად, ჩვენი იმუნიტეტის გაძლიერება შეუძლია. მასში არსებული უნიკალური ნივთიერებები, რომლებიც ანტიმიკრობული და სოკოსსაწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევიან, სწორედ რომ იმუნიტეტის გაძლიერებაში გვეხმარებიან. მარტივი რეცეპტი აქვე შემიძლია გაგიზიაროთ: 2 სუფრის კოვზ გახეხილ კოჭას, ერთი ლიმონის წვენს, ნახევარ სუფრის კოვზ თაფლს დავასხამთ მდუღარე წყალს და ცოტა ხნით დავაყენებთ.

მსგავსი ბლოგები