ბლოგი:
ნოემბერი 20, 2013
ავტორი Anika
საუკუნეების წინ მათი შეძენა მხოლოდ აფთიაქებში ხდებოდა, თანაც საკმაოდ ძვირ ფასად. დღეისთვის ამ სანელებლებს გასტრონომიულ თაროებზე მარტივად შეხვდებით და ფასიც საკმაოდ ხელმისაწვდომი აქვთ. არადა, ამ უნიკალურ პროდუქტებს - ისეთებს როგორიცაა კოჭა, მიხაკი, დარიჩინი, ანისი - არაერთ ძვირადღირებულ წამალზე უკეთესი თუ არა, ყოველ შემთხვევაში, ნაკლები სასარგებლო თვისებები ნამდვილად არ გააჩნიათ. მოდით დღეს კოჭაზე ვისაუბროთ, რომელსაც მეორენაირად ჯანჯაფილსაც ვეძახით.
კოჭა საუკეთესი წყაროა ენერგიის აღსადგენად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად. მისი სამკურნალო თვისებები, ვფიქრობ, ბევრისთვის აღარც უნდა წარმოადგენდეს სიახლეს: სტიმულირებს უწევს იმუნიტეტს და კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს ზედმეტი კალორიების დაწვას, ზოგადი მატონიზირებელი ეფექტი გააჩნია და მიღების შემდეგ სითბოს შეგრძნებას მოგგვრით. აზიურ კულინარიაში სახელგანთქმული კოჭას ნედლი ძირი თითქმის ყველა სახის ამინომჟავას შეიცავს, რის ხარჯზეც ის სხეულს ათბობს, ნივთიერებათა ცვლას ასტიმულირებს და ორგანიზმს გაწმენდაში უწყობს ხელს. გარდა ამისა, კოჭას ჩაი გაციების დროს იდეალური ცხელი სასმელია - ახლანდელ ვირუსების სეზონს იდეალურად ესადაგება!
თუ თქვენ ინტელექტუალური შრომით ხართ დაკავებული, მაშინ კოჭა კარგ დახმარებას გაგიწევთ: ის სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რის ხარჯზეც ტვინს ჟანბადი უფრო ადვილად მიეწოდება და აღქმის და ინტელექტის გრძნობების ფუნქცია უმჯობესდება. და ვისაც ჩემს მსგავსად მანქანით ხანრძლივი მგზავრობა და ჯაყჯაყი ცუდად ხდის, მათთვის კოჭას ლიმონათი ყოფილა რეკომენდირებული.
მოდით, აქვე ლიმონათის მომზადების წესს გაგაცნობთ: 8-10 სანტიმეტრის სიგრძის კოჭას ფესვს (ნედლი კოჭას ფესვები მაცივარში 2 კვირის განმავლობაში შეგიძლიათ შეინახოთ) კანისგან ვასუფთავებთ და თხელ, მრგვალ ნაჭრებად ვჭრით. ჩავაწყობთ ქვაბში, დავახამთ 3 ჭიქა (600 მლ) წყალს, დავამატებთ 1 ჭიქა შაქარს და საშუალო ცეცხლზე მოვხარშავთ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ქვაბს თავსახური არ უნდა ეხუროს. მზა თბილ სიროფს დავამატებთ 5 ცალი ლაიმის წვენს და ცედრას და დავტოვებთ გასაგრილებლად. კარგად რომ გაგრილდება ნახარშს გადავწურავთ და შემდეგ უკვე, გემოვნებისამებრ, ცივი გაზირებული ან უგაზო წყლით, გავაზავებთ და ლიმონათიც მზადაა.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა