ბლოგი:
მაისი 30, 2012
ავტორი Anika
მიყვარს თმის ნიღბები, კონდიციონერებს კი უბრალოდ გადავეჩვიე. არადა, მახსოვს, სტუდენტობის წლებში, თავის მოვლის საკითხების განხილვისას, გოგონები თავს " ვის უფრო “მაგარი” კონდიციონერი აქვს" ნიშნულით ვიწონებდით.
ახლა ბევრი რამ შეიცვალა და თმის კონდიციონერებს უკვე ისეთი სიხშირით აღარ ვიყენებთ, ახლა "მოდაში" ნიღბებია. თუმცა თეორიულად ერთი მეორეს არ ანაცვლებს. შევეცადე გამერკვია, თუ რა განსხვავებაა ამ ორ პროდუქტს შორის და რა სარგებლობა მოაქვს თითოეულ მათგანს, მოძიებული ინფორმაცია კი რეზიუმეს სახით მინდა ანიკას ბლოგის მკითხველებსაც გაგიზიაროთ.
Pashmisilk conditioning milk, Marlies Moller.
მოკლედ, როგორც წერენ, კონდიციონერი ფიზიკის პლიუს-მინუსის პრინციპით მოქმედებს თურმე: როგორც სპეციალისტები ამბობენ, სველ თმებს, მშრალისგან განსხვავებით, უარყოფითი მუხტი გააჩნიათ, კონდიციონერის მოლეკულებს კი დადებითი მუხტი. ამიტომაც, ნაწილდება კონდიციონერი ასე მარტივად თმებზე და მის უარყოფით მუხტს ანეიტრალებს. შედეგად, თმები "ყალყზე აღარ დგას" და ადვილად ივარცხნება. ამიტომაც, ხარისხიანი კონდიციონერის მოხმარების შემდეგ, თმები გაცილებით აბრეშუმსებრი და მბზინვარე ხდება. თუმცა, ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ კონდიციონერი ნიღბის მსგავსად დიდ ხანს არ უნდა დაიტოვოთ თმებზე.
Intensive treatment hair mask, Shiseido.
თუ კონდიციონერი უფრო ზედაპირულად მოქმედებს, ნიღაბი გაცილებით ინტენსიურია და უფრო სიღრმისეულად შეუძლია თმის პრობლემებთან ბრძოლა. ამიტომაც, ნიღაბს, როგორც წესი, უფრო ხანგრძლვად ვიტოვებთ (15-20 წუთი) იმისთვის, რომ კარგად შეაღწიოს თმის ღერში და სასარგებლო ნივთიერებებით გამოკვებოს ის. საუკეთესო ეფექტის მისაღწევად, თმის ექსპერტები გვირჩევენ, რომ ნიღაბი დაბანის შემდეგ კარგად გაწურულ თმებზე წავისვათ, შემდეგ პოლიეთილენის ქუდი დავიხუროთ და გარედან თბილი პირსახოცი შემოვიხვიოთ - სითბოში ნიღაბი გაცილებით კარგად მოქმედებს. მნიშვნელოვანია, რომ ნიღაბი თმის ძირებში არ წავისვათ - ნიღბის ცხიმიანი საფარი, რომლითაც თმის ღერების შემოგარსვა ხდება, ძირებისთვის სრულიად უსარგებლო ყოფილა.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა