წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

კოსმეტიკის საინტერესო სიახლეები

ბლოგი:
მარტი 25, 2015
ავტორი Anika
ჩიტების აჭიკჭიკებასთან და მზის სხივების მატებასთან ერთად, ჭრელაჭრულა ჩრდილები, ხასხასა პომადები და ახალი შეგრძნებების მოთხოვნილებაც ხომ პროპორციულად მატულობს?! ამიტომაც, ანიკას ბლოგის მკითხველებთან ერთად, პერიოდულად ვეცნობით ხოლმე კოსმეტიკურ სიახლეებს.

690x690_0xd42ee42a_5676932141427107221

600x394_0xd42ee42a_3399178221427107276

MAC-ის ახალი კოლექციით დავიწყოთ, რომელიც ცნობილ იუველირ ბაო ბაო ვანთან თანამშრომლობის შედეგად გამოვიდა. ორიგინალური, გარკვეულწილად ქაოტური დიზაინის მოყვარულმა იუველირმა, კოსმეტიკური ბრენდისთვის ოქროსფერ-ბრინჯაოსფერებში გადაწყვეტილი კოლექცია შექმნა:  5 ფერისგან შემდგარი თვალის ჩრდილების პალიტრა, პუდრა-შიმერი (მბზინავი ნაწილაკებით), პომადა 4 ფერში, ასევე 3 ახალი ფერის ფრჩხილის ლაქი (მწვანე, ლურჯი და ბრინჯაოსფერი ყავისფერი).

620x413_0xd42ee42a_15282262711426152094 640x640_0xd42ee42a_12220141051426152121401x515_0xd42ee42a_3985889621426152106

შანელის საზაფხულო კოლექციაც უკვე მზადყოფნაშია - ახალი კოლექცია სახელწოდებით Méditerranée იდეალური იქნებოდა ხმელთაშუაზღვისპირეთში დასასვენებლად გამგზავრების მსურველთათვის, თუმცა, შავი ზღვის ან თუნდაც თბილისის პირობებშიც ნამდვილად არცერთი ჩვენგანი დაიწუნებდა კოლექციში შესულ ახალ პროდუქტებს: პუდრა, პომადები, თვალის ჩრდილი 5 ახალ ფერში, ტუჩის მბზინავები და ფრჩხილის ლაქები. მე ამ კოლექციიდან კამელიის ფორმით დამზადებულ ახალ ბრონზერს და ლავანდისფერ თვალის ჩრდილსა და ფრჩხილის ლაქს შევარჩევდი.

690x586_0xd42ee42a_7760604491425381494

საყვარელ სუნამოს თმაზეც ხომ იპკურებთ ხოლმე?! და თქვენი საყვარელი სურნელი შემთხვევით კრისტიან დიორის "Miss Dior" ხომ არ არის?! თუ ასეა, მაშინ გაგიმართლათ: თქვენ საყვარელ არომატს ახლა კონკრეტულად თმაში შესაშხაპუნებლად შეიძენთ. არ მოგესმათ: დიორმა თმის სპრეი-სუნამო გამოუშვა, რომელიც Miss Dior-ის სახელს ატარებს და მის შემადგენლობას იმეორებს: ბერგამოტი, ჟასმინი, პაჩული და ვარდი. ეს უნიკალური Hair Mist არამხოლოდ სურნელის ინტენსივობით, არამედ თმის მოვლის და დაცვის სპეციალური ინგრედიენტებითაც გამოირჩევა.

315@415@3ed633d8f80bbeef1383c2597bd4ad1d-ZGZhMWVhYjg5ZQ 315@415@7f0a8bef59f99955f5a7337b0d4317ea-ZmViYjhkNjZlMw

Le Rouge, Givenchy-ს ხაზმა უკვე ორი წელია რაც დეკორატიული კოსმეტიკის ბაზარზე მყარად დაიმკვიდრა თავი. ამჯერად ლეგენდარულმა ფრანგულმა ბრენდმა ახალი პომადა-ბალზამი Le Rouge-a-Porter წარმოადგინა: 16 გასხვავებულ ფერში წარმოდგენილი ტუჩსაცხები ამ შემთხვევაში ტონალობების გარდა შემადგენლობითაც განსხვავდებიან წინამორბედისგან. ახალ პომადა-ბალზამს ჰიალურონის მჟავის მიკროსფერების და ცვილის ბუნებრივი მიკროკრისტალების კომბინაცია აქვს დამატებული, რის ხარჯზეც ტუჩები კარგად დატენიანებული, უფრო რბილი და მსუბუქი იქნება და გარემოს მავნე ზემოქმედებისგან სათანადო დაცვაც ექნება. როგორც ჩანს, დამატენიანებელი პომადა-ბალზამები წელს ახალი ტენდენციაა კოსმეტიკურ ბრენდებში.
მომდევნო პოსტამდე,


ანიკა

მსგავსი ბლოგები