ბლოგი:
აგვისტო 23, 2016
ავტორი Anika
აგრილების და გაგრილების გარდა, შემოდგომას ბევრი სასიამოვნო რამ მოაქვს, უპირველეს ყოვლისა, სიახლეები, რომლებიც კოსმეტიკის და პარფიუმერიის სფეროში ხდება, რომლებიც ყველაზე მსუყე შემოდგომის სეზონისთვის არის ხოლმე. დღევანდელ პოსტში სწორედ ამ სიახლეებს შევეხებით:
ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალი "სექსი დიდ ქალაქშის" მთავარი როლის შემსრულებელი სარა ჯესიკა პარკერის პარფიუმერული დებიუტი არც თუ ისე დიდი ხნის წინ შედგა, ამ სეზონისთვის კი გაყიდვაში მისი ახალი სუნამო გამოვა სახელწოდებით Stash. სურნელი გრეიფრუტის და შავი პილპილის ნოტებით იხსნება და მას პაჩულის, კოჭას ლილიას და ფსტას უფრო მძიმე და იდეუმალებით მოცული არომატები მოსდევს.
Armani Prima Smart Moisture Serum - ახალი შრატი ძალიან მსუბუქი და თხელია, მომენტალურად იწოვება კანზე და მას ჰიალურონის მჟავით და ზღვისწყალმცენარეებით კვებავს ღრმა დონეზე. შრატს თხელი დამცავი ფენა გააჩნია, რომელიც კანში ტენიანობის შენარჩუნებას უწყობს ხელს და იმავდროულად იდეალურ ფონს ქმნის ტონალური საცხისთვის.
Jo Malone Basil and Neroli Cologne - ეს სიახლე უნისექსი სურნელია, სადაც ძირითადი ნოტები პაჩული, ვეტივერი და ქარვის ხეა. შუაგულში ზამბახის, იასამანის, ბაზილიკისა და თეთრი ქონდარის არომატები შემოდის, ხოლო თაიგულს ზემოდან ბერგამოტის, გრეიფრუტის, ლაიმის, მანდარინის და ფორთოხლის სურნელი კრავს.
Caudalie Resveratrol Lift Soft Cream - ფრანგული პრემიალური ბრენდ "Caudalie"-ის ახალი პროდუქტი ძლიერი დამატენიანებალია, რომელიც ღრმად კვებავს კანს, თუმცა მძიმე და მსუყე შეგრძნებას არ ტვებს კანზე. პეპტიდენით მდიდარი საცხი სწრაფადვე იწოვება კანზე და საკმაოდ ხავერდოვან ნაკვალევს ტოვებს, რომელზეც ტონალურის გადასმა უკვე საკმაოდ მარტივი საქმეა.
La Roche-Posay, Physiological Micellar Solution - გამწმენდი მიცელარული სითხე/წყალი, რომელიც ადვილად უმკლავდება საკმაოდ სქელ Smokey-eyes მაკიაჟსაც. არ შეიცავს საპონს, სპირტს, რის გამოც მისი გამოყენება მგრძნობიარე კანის შემთხვევაშიც არის შესაძლებელი. სითხეს საკმაოდ სასიამოვნო სურნელი აქვს და გაწმენდის შემდეგ კანს რბილს და ხავერდოვანს ტოვებს.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა