We use proprietary and third party cookies to improve your experience and our services, as well as to display advertising from our website or third party websites based on an analysis of your browsing habits. If you continue browsing, we shall consider that you accept their use. For more information see our Privacy Policy
Accept

კოსმეტიკური სიახლეები Chanel-ის და Givenchy-ის სახლებისგან

_from blog_:
_November_ 15, 2012
_by_ Anika
შობის და ახალი წლის დღესასწაულებამდე არც თუ ისე დიდი დრო არის დარჩენილი. როგორც ჩანს, წინასადღესასწაულო განწყობის შექმნაზე წარმატებული კომპანიები საკმაოდ ნაადრევად იწყებენ ფიქრს და ერთგულ მომხმარებელს მომხიბვლელ შეთავაზებებს უკვე ნოემბრის თვიდან სთავაზობენ.

Givenchy-ის ფრანგული სახლი შობას უკვე ზეიმობს და ამასთან დაკავშირებით სპეციალური, საშობაო კოლექცია წარმოადგინა. როგორც ამბობენ, ამ კოლექციის უმთავრესი ხიბლი ფერებთან და გამჭვირვალე ეფექტთან საიდუმლო თამაშია. GIVENCHY CONTES DE NOЁL კოლექციის ყველაზე საინტერესო ნაწილი პუდრი-რუმიანა ყოფილა სახელწოდებით Le Prisme Enchante Enchanted Roses, რომელიც ოთხ ფერში იქნება წარმოდგენილი და მულტიფუნქციურობით გამოირჩევა - მისი გამოყენება სახეზე, ყელზე და დეკოლტეს ზონაზე არის შესაძლებელი. სხეულის ფერუმარილით დაფარვის მსურველებისთვის კი კოლექციაში პულვეზატორიანი საგანგეპო პუდრებია შესული, რომელთა წყალობითაც ერთგვაროვან ფერს მისცემთ მთელ სხეულს.



ამას გარდა, კოლექციაში 2 ფერის ტუჩის საცხი არის შესული: კრემისფერი და მოვარდისფრო კრემისფერი.

Chanel-ის ბოლო კოლექციის კრისტალები და მეტალისფერი ჩრდილები ხომ კარგად გახსოვთ?! ახლა ასეთი გარდასახვა Chanel­-ის კოსმეტიკური ხაზის ახალი კოლექციით იქნება შესაძლებელი. კოლექცია სახელწოდებით Contrastes Essentiels de Chanel ელეგანტური და საკუთარ თავში დარწმუნებული ნებისმიერი ქალისთვის იდეალური არჩევანი იქნება.



ამ კოლექციის ყველაზე საინტერესო პროდუქტად პუდრი Ombre Contraste Notorious სახელდება. პუდრის მონაცრისფრო-მოყავისფრო ფერი, რომელში ლავანდა არის შერეული, სახეს რელიეფურ ელფერს აძლევს და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს საზეს მსუბუქი ჩრდილი ადგეს. პუდრის გამოყენება რუმიანის და თვალის ჩრდილის სახითაც არის შესაძლებელი.

შანელის ფრჩხილის ლაქების მოყვარულები კმაყოფილები დარჩებიან იმის გაგონებით, რომ ამ კოლექციაში ორი ახალი ლაქი არის შესული: მოშინდისფრო წითელი Vertigo და ნაზი მონაცრისფრო იასამნისფერი Frenzy.

ამ შედარებით ცივ პალიტრას ახალი ტუჩის საცხი “არბილებს”, რომელიც ორ ძალიან ნაზ და “თბილ” ფერში არის წარმოდგენილი: Charme и Charactere.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

_OTHER BLOGPOSTS_