ბლოგი:
ნოემბერი 22, 2013
ავტორი Anika
დღევანდელი პოსტი ჩემთვის ყველაზე სასურველი და მომხიბვლელი სიახლით, Clarins-ის თვალის ჩრდილების ახალი პალიტრით მინდა დავიწყო. სადღესასწაულოდ გამოშვებული სიახლე სახელწოდებით The Essentials ეკოლოგიური დიზაინით და ბუნებრივი კომპონენტებით გამოირჩევა და დარწმუნებული ვარ, ჩემს მსგავსად, ბევრი თქვენგანის გულსაც მოინადირებს. თვალის ჩრდილების ეს კოლექცია ეკოლოგიურ, მეორადი გადამუშავების შეფუთვაშია მოთავსებული და მინერალებსა და მცენარეული ექსტრაქტებზეა დამზადებული. ბეჟიდან ყავისფერამდე გარდამავალი 10 განსხვავებული ფერი როგორც დღის, ასევე საღამოს მაკიაჟისთვისაც გამოგადგებათ, რაც მას ჩემთვის იდეალურ პროდუქტად აქცევს.
ზამთრის ცივი დღეებისთვის დამახასიათებელი გამაღეზიანებელი ფაქტორებისგან დასაცავად არის შექმნილი Clinique-ის სახის კრემი Comfort On Call. კრემი კანის დატენიანების ხარისხს ჩვეულზე მეტად ამაღლებს, აძლიერებს კანის დაცვით ბარიერს და ხსნის გაღეზიანებებს. ამ პროდუქტის საიდუმლო იშვიათი ჯიშის ციტრუსი ჯაბარის ნაყოფის ექსტრაქტში მდგომარეობს, რომელიც კონკრეტულად გაღეზიანებებზე მოქმედებს იდეალურად და ამშვიდებს გაღეზიანებულ მონაკეთებს. გარდა ამისა, კრემის შემადგენლობაში შევიდა მანგოსტანი, მზესუმზირას მარცვლები და ნატრიუმის ჰიალურონატი, რომლებიც ერთობლივად მშრალი და გაუწყლოვანებული კანის გაუმჯობესებაზე მუშაობენ.
სახეზე ჯანსაღი მბზინვარება ხომ ყველას მოგწონთ?! ყოველდღიური სტრესის და გარემოს დაბინძურების გათვალისწინებით, მისი მიღწევა არც ისე ადვილი საქმეა. სწორედ ამ მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ Givenchy-ს ახალი პროდუქტი - Hydra Sparkling Instant Beauty, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ მბზინვარების აქტივატორს წარმოადგენს. ეს აქტივატორი 5 აქტიური მოლეკულისგან შედგება, რომლებიც კანის სიღრმეში აღწევენ და მას ჟანგბადით კვებავენ და ატენიანებენ. ამ პროდუქტს კიდევ ერთი სასიამოვნო თვისება აქვს: სწრაფ შედეგთან ერთად, ხანგრძლივი მოხმარების შედეგად, ის კანს არბილებს, ერთგვაროვანს ხდის მას და დაღლილობასაც აქრობს.
და ბოლოს, პროფესიონალური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდის MAC-ის საახალწლო სასაჩუქრე ნაკრები Nocturnals, რომელიც 5 განსხვავებული ფერის ტუჩის მბზინავებისგან შედგება. პირადად მე, ყველაზე მეტად ბეჯი, ვარდისფერი და მკვეთრი წითელი ფერებისგან შემდგარი ნაკრები მომეწონა, რომელიც ნებისმიერი შემთხვევისთვის გამოგადგებათ, დღისით თუ საღამოს.
მომდევნო პოსტამდე,
ანიკა