წინამდებარე ვებ-გვერდი იყენებს „ქუქის“ და ინფორმაციის შეგროვების სხვა საშუალებებს. წინამდებარე ვებ-გვერდის შემდგომი გამოყენებით თქვენ აცხადებთ თანხმობას, გამოიყენოთ „ქუქის“ და სხვა შესაბამისი საშულებები. კონფიდენციალურობის პოლიტიკა
დადასტურება

კოსმეტიკური ტერმინები, რომლებიც უნდა ვიცოდეთ სახის მოვლისას

ბლოგი:
ივლისი 31, 2016
ავტორი Anika
ჩვენ შორის ალბათ ცოტა თუ მოიძებნება ისეთი, რომელსაც სხაპასხუპით ეცოდინება სხვადასხვა კოსმეტიკურ მოვლის საშუალებებზე ჩამოთვლილი უამრავი ინგრედიენტის დასახელება და მათი დანიშნულება ან ვიზაჟისტების და კოსმეტოლოგების მიერ საუბრისას ხშირად გამოყენებული ტერმინების მნიშვენლობა. დღევანდელ პოსტში სწორედ ასეთ უცხო სიტყვებზე და გამონათქვამებზე მინდა გესაუბროთ:

ანტისერნი - ეს საშუალება თვალის უპეების სიშავეების დასაფარად გამოიყენება. მის შემადგენლობაში ისეთი ნივთიერებები შედის, რომლებიც კანის გაღიავებას ახერხებენ. მას ხშირად კორექტორის სახელითაც მოიხსენიებენ.

ვუალი - პუდრა, რომელიც მაკიაჟის დასრულებისას გამოიყენება. მისი მეშვეობით არამხოლოდ მაკიაჟის დაფიქსირება, არამედ კანზე არსებული ზედმეტი ცხიმის ნეიტრალიზება და შესაბამისად, სახიდან უასიმოვნო ცხიმიანი მბზინვარების გაქრობაა შესაძლებელი.

ჰიალურონის მჟავა - მისი წყალობით კანი ელასტიური და მკვრივია. მართალია, სახის საცხების დიდი ნაწილი უკვე შეიცავს ჰიალურონის მჟავას, მაგრამ ზედაპირული საცხების გამოყენება მაინც ვერ იძლევა ისეთ ეფექტს, როგორსაც ჰიალურონის მჟავის კანქვეშა ინექციები.

კაბუკი - დიდი ზომის ფუნჯი, რომელიც მინერალური ან პუდრა-ვუალის წასასმელად გამოიყენება.

ლუმინაიზერი - მას პუდრას მსგავსი კონსისტენცია აქვს და გამოიყენება სახისთვის ე.წ. მზის მბზინვარების მისანიჭებლად, ვინაიდან მბზინავი ნაწილაკების წყალობით, გამაღიავებელი ეფექტი აქვს.

440x660_1_2f589659f9a91eb1a8d065ee5781b23e@440x660_0xc0a839a2_17916176641469183365

პრაიმერი - მაკიაჟის ბაზა. არსებობს უფერულიც და სახის კანის ფერის შესაბერისი ტონალობისაც. პრაიმერის მთავარი დანიშნულება, კანის ტონალური კრემის წასასმელად მომზადებაა. პრაიმერის ნაწილაკები კანს იდეალურად ერთგვაროვანს ხდიან, შედეგად ტონალური მაქსიმალურად კარგად ნაწილდება სახეზე.

ფიქსატორი - იგივე მაკიაჟის დასაფიქსირებელი. გამოდის სპრეის სახით და მისი მთავარი დანიშნულებაა, მაკიაჟი მაქსიმალურად მდგრადი და გამძლე გახადოს.

ჰაილაითერი - კორექტორის ფუნქცია აქვს და სახის კონკრეტულ მონაკვეთებს აღიავებს და ანათებს. შესაძლოა იყოს როგორ თხევად შეფუთვაში, ასევე პუდრას სახით.

მეტეორიტები - ბურთულების ან დაპრესილი ფორმით გამოშვებული პუდრაა, რომელიც სინათლისამრეკლ ნაწილკებს შეიცავს და კანს ერთგვარვანს ხდის. სხვადასხვა ფერის ბურთულებს განსხვავებული დანიშნულება აქვთ: ვარდისფერი ბურთები კანს აფხიზლებენ, მომწვანო - მბზინვარებას მატებენ და სიყვითლეს ანეიტრალებენ, თეთრ ბურთებს ჰაილაითერის ფუნქცია აქვთმ ოქროსფერები კი მზის მბზინვარების ეფექტს იძლევიან.

მომდევნო პოსტამდე,

ანიკა

მსგავსი ბლოგები